მთავარი ურთიერთობები 17 ქალური ხრიკი, რომლის წინაშეც ნებისმიერი მამაკაცი უძლურია

17 ქალური ხრიკი, რომლის წინაშეც ნებისმიერი მამაკაცი უძლურია

by guramus

ქალს სექსუალურობა დაბადებიდან მოჰყვება, თუმცა სუსტი სქესის წარმომადგენელთა უმეტესობამ არ იცის, როგორ გამოიყენოს ბედის ეს საჩუქარი.
მოდი, გავიხსენოთ რამდენიმე ხრიკი, რომელიც ნებისმიერ ქალს შეუძლია გამოიყენოს და დაატყვევოს მამაკაცი.

როცა ქალი ტუჩს იკვნეტს

მსგავსი ჟესტი ბავშვებშია ხშირად შესამჩნევი: აღელვებისას ან შიშისგან ისინი ხშირად ტუჩს იკვნეტენ.
მამაკაცი ასეთი ჟესტის დანახვისას დნება და განსაკუთრებული სითბოთი იმსჭვალება ქალის მიმართ და ამასთან, თქვენი ტუჩები მის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.

გლუვი კანი

არაფერი ისეთი სექსუალური არ არის, ვიდრე ქალი გლუვი და მბზინავი კანით. ალბათ ამიტომაც არის, რომ სხეულიდან ზედმეტი თმის მოცილება ქალებმა ჯერ კიდევ უძველესი ცივილიზაციის დროს დაიწყეს.

მკაცრი ვარცხნილობა

ჯერ ერთი, ასეთი ვარცხნილობით იმიჯი მეტად თავდაჯერებულია, რაც ერთგვარ პიკანტურობას სძენს ქალს. მეორეც, ამ დროს ჩანს ქალის ყელი და ყურები, რომლებიც როგორც წესი, დაფარულია თმით.

უჩვეულო იმიჯი

როგორც კი მამაკაცები დაინახავენ ქალს, რომელიც მასისგან გამოირჩევა, მაშინვე უჩნდებათ სურვილი, ახლოს გაიცნონ ის. უმეტესობას ხომ შემოქმედებითი ნატურები იზიდავს. სვირინგები ან ფერადი თმა კი შესანიშნავი მიზეზია საუბრის წამოსაწყებად.

როცა ქალი მამაკაცის პერანგით დადის

ქალი ამ დროს თითქოს ამბობს: “მინდა, რომ შენი პერანგი ჩემს სხეულთან ახლოს იყოს”. მამაკაცს კი ესმის, რომ ამ დროს ქალი არა მხოლოდ პერანგს, არამედ თავად მას გულისხმობს.

გამოხედვა მხარს მიღმა

იდუმალი მზერა გვერდიდან რაღაც საოცარ მაგიას ფლობს. ამიტომაც არის, რომ სარეკლამო პოსტერებზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა წლებიდან თავს იწონებენ ქალები, რომლებიც ზუსტად ასე იყურებიან.

თავდაჯერებულობა

როცა ოთახში შემოდის ქალი, რომელმაც კარგად იცის, რომ მომხიბვლელია, ეს ყოველთვის იქცევს მამაკაცების ყურადღებას. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თავდაჯერებულობა ზედმეტ წარმოდგენაში არ გადადიოდეს, რადგან ეს უკანასკნელი უკვე განიზიდავს გარშემომყოფებს.

მოშიშვლებული მხარი

საქმე ისაა, რომ შიშველი მხრების დანახვაზე მამაკაცებს უჩნდებათ სურვილი, მოგეხვიოთ და დაგიცვათ.

ქუსლიან ფეხსაცმელზე ლამაზი სიარულის მანერა

ზოგიერთ ქალს ქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, მაგრამ თუკი ქალი დგას მაღალ ქუსლზე, ის თავდაჯერებული უნდა იყოს და დარწმუნებული იმაში, რომ მისი სიარულის მანერა ლამაზი და ჰაეროვანია, თორემ მაღალი ქუსლის მთელი მომხიბვლელობა დაიკარგება.

სექსუალური ხმა

მამაკაცებს აჯადოებს მაღალი ხმის ტემბრი, დაახლოებით ისეთი, როგორიც მერილინ მონროს ჰქონდა. მისი თანამედროვეები აღნიშნავდნენ, რომ მერილინის ხმა მამაკაცებზე ვიაგრაზე მეტად მოქმედებდა.

დიდი ტუჩები

თუმცა ზომიერად დიდი, მკვეთრი ფერის ტუჩები – ქალის მიმზიდველობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმბოლოა. თუმცა, ნუ გამობუშტავთ სპეციალურად მათ – თორემ ეს ჟესტი თქვენს გარეგნობას მხოლოდ და მხოლოდ გააფუჭებს.

ელეგანტურობა

ელეგანტურობა – ეს მცნება იდეალურ ბალანსს მოიცავს: ეს ნიშნავს, რომ ქალი არ ააშკარავებს საკუთარ სექსუალურობას, მაგრამ არც მალავს მას. ის ვრცელდება ქალის მთელ იმიჯზე, დაწყებული მანერებიდან, აქსესუარების შერჩევით დამთავრებული.

სპორტული ლეგინსები

ლეგინსები ქალის სილუეტს უსვამს ხაზს, მაგრამ ყველაზე ორგანულად ეს სამოსი სატრენაჟორო

დარბაზში გამოიყურება და არა მაღაზიაში. აი, თქვენ კიდევ ერთი მიზეზი, რომ დაკავდეთ ფიტნესით.

ჭორფლი

ჭორფლი საოცრად ქალურია და ამასთან, ბავშვური გულუბრყვილობის ასოციაციას იწვევს. სამწუხაროდ, ხშირად გოგონები ცდილობენ, გათავისუფლდნენ ჭორფლისგან, რადგან მას ნაკლად თვლიან.

ბუნებრივი მაკიაჟი

ძლიერ სქესს ბუნებრივი სილამაზე მოსწონს და არა კონსილიერები და ჩრდილები. მამაკაცები სულ იმას იმეორებენ, რომ სურთ, გვიხილონ შეუღებავები. ამიტომაც, მოდი, საიდუმლოდ დავტოვოთ, რომ კრემის თხელი ფენა გვისვია და წამწამები ოდნავ აპრეხილი გვაქვს ტუშით.

სათვალე

სათვალე ქალს ერთგვარად მკაცრსა და მიუწვდომელს ხდის, ეს კი მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავს. ამასთან, ამ აქსესუარით შეგიძლიათ იკეკლუცოთ – ხან მოიხსნათ, ხან კი მათ ზემოდან გამოიხედოთ.

გულწრფელი სიცილი და ღიმილი

ბევრი ქალი თვლის, რომ თუკი ზედმეტად გაიღიმებს, ეს მის გარეგნობას გააფუჭებს. სინამდვილეში ეს ასე არ არის – ნებისმიერი მამაკაცი გიჟდება ქალზე, რომელიც ემოციებს ღიად და გულწრფელად გამოხატავს.