“რას წარმოვიდგენდი თუ ჩემს სამზარეულოში ასეთი სასარგებლო რამ მოიძებნებოდა. საჭმელი სოდის შესახებ ინტერნეტში გავიგე და მას შემდეგ აქტიურად ვიყენებ!”

საჭმელი სოდის ხსენებისას პირველი, რაც გვახსენდება, ნამცხვრებია, რადგანაც დიასახლისები მას ბისკვიტის ლამაზი ფორმის შენარჩუნებისთვის იყენებენ.

მეორე, რაც ასევე ყველაზე ცნობილია მისი შესაძლებლობებიდან, ცხიმიანი ლაქების გაქრობის შესაძლებლობაა, თუმცა საჭმელ სოდას აქვს სხვა უამრავი დადებითი თვისებაც.

საჭმელი სოდა და მისი ხსნარი, ებრძვის კოღოების ნაკბენების შედეგად დატოვებულ კანის ანთებით პროცესებს და რაც ყველაზე მთავარია, აქრობს ქავილის სურვილს.

სოდა მათაც დაეხმარება, ვინც ჭარბ ოფლიანობას განიცდის. თქვენ შეგიძლიათ სურვილის შემთხვევაში, წყლის გადავლებისას გამოიყენოთ ის.

ზაფხულის სეზონის მწვავე საკითხს ფეხსაცმლის განსაკუთრებულად ცუდი სუნი წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ პრობლემამ აღარ შეგაწუხოთ, ფეხსაცმელი სოდიანი ხსნარით უნდა გარეცხოთ.

თუ თქვენს მაცივარში არანაირი პროდუქტი არ არის გაფუჭებული, მაგრამ მაინც გრძნობთ, რომ არასასიამოვნო სუნია, შეგიძლიათ, მცირ რაოდენობით სოდა მოათავსოთ. რამდენიმე დღეში პრობლემის შესახებ აღარც გემახსოვრებათ.

თუ ექიმებს დავუჯერებთ, ბოსტნეული მხოლოდ გამდინარე წყალში არ უნდა გავრეცხოთ.  წყალს 1-2 ჩაის კოვზი სოდა მიამატეთ და თქვენი ბოსტნეულიდან ყველანაირი მიკრობი და თუ ბაქტერია გაქრება.

მოხარშული კვერცხი ბევრს უყვარს, თუმცა მისი კანისგან გასუფთავება დიდ პრობლემას წარმოადგენს. თუ კვერცხის ხარშვისას წყალს 1-2 ჩაის კოვზ სოდას მიამატებთ, მოხარშულ კვერცხს კანი მარტივად მოშორდება.


მსგავსი სტატიები

კომენტარები