მთავარი საკითხავი „სასწაული იქაა, სადაც მისი სწამთ. სადაც მისი მეტად სჯერათ, უფრო ხშირად იქ ხდება.“ – დენი დიდროს გამონათქვამები

„სასწაული იქაა, სადაც მისი სწამთ. სადაც მისი მეტად სჯერათ, უფრო ხშირად იქ ხდება.“ – დენი დიდროს გამონათქვამები

by guramus

დენი დიდრო — გამონათქვამები

„ბოროტი ადამიანების ცხოვრება განგაშით არის სავსე.“

„პირველი ნაბიჯი ფილოსოფიისკენ იყო უნდობლობა.“

„სიყვარული ხშირად ართმევს გონებას იმას, ვისაც აქვს და აძლევს იმას, ვისაც არ გააჩნია.“

„გოლიათებში ქონდრისკაცობას ესწრაფე, ქონდრისკაცებში- გოლიათობას, მაგრამ თანასწორებთან თანასწორი იყავი.“

„ფილოსოფოსები ლაპარაკობენ ბევრ ცუდს სასულიერო პირებზე, სასულიერო პირები ლაპარაკობენ ბევრ ცუდს ფილოსოფოსებზე, მაგრამ ფილოსოფოსებს არასოდეს მოუკლავთ სასულიერო პირი, ხოლო სასულიერო პირებს მოკლული ყავთ არაერთი ფილოსოფოსი.“

„ღრმა აზრები – რკინის ლურსმნებია, კაცის გონებაში ისე ჩაჭედილი, რომ ვერავითარი ღონისძიებით ვეღარ ამოაძრობ.“

„როცა ადამიანი კითხვას წყვეტს, აზროვნებასაც წყვეტს.“

„რა არის ჭეშმარიტება? ჩვენი განსჯის თანხმობა სინამდვილესთან, რაც ბუნებას შეუქმნია.“

„პეპლის თვალები და ფრთებიც კი საკმარისია, რათა უღმერთო გაანადგურო.“

„წაართვით ქრისტიანს ჯოჯოხეთის შიში და მას წაართმევთ რწმენას.“

„ამქვეყნად რომ ყველაფერი მშვენიერი ყოფილიყო, მაშინ მშვენიერი არაფერი იქნებოდა.“

„როცა ქალზე ლაპარაკი გსურს, კალამი ცისარტყელაში ამოავლე და ზედ პეპელას ფრთები დააბერტყე!“

„სასწაული იქაა, სადაც მისი სწამთ. სადაც მისი მეტად სჯერათ, უფრო ხშირად იქ ხდება.“

„ჭკვიანი ადამიანი თავის წინ ხედავს განუზომელ შესაძლებლობებს, სულელი კი შესაძლებლად თვლის იმას, რაც აქვს.“

„სჯობს გაიცვითო, ვიდრე დაჟანგდე.“

„ჭკვიანი მხოლოდ ისაა, ვინც ისეთივე სულელია, როგორც ჩვენ.“

„საუკეთესო წყობა ნივთიერების, ის არის, რისგანაც მე შევდგები, ეშმაკსაც წაუღია სხივები გალაქტიკის, თუ მე მასში არ ვარ.“

„რომ იყო ბედნიერი, არ უნდა იყო მშიერი, მრისხანე გულს არ გააჩნია სინდისი.“