მთავარი ურთიერთობები 8 მეთოდი მამაკაცის “დასამონებლად” სხეულის ენის მეშვეობით

8 მეთოდი მამაკაცის “დასამონებლად” სხეულის ენის მეშვეობით

by guramus

ადამიანის შესახებ ინფორმაციის დაახლოებით 80%-ს  ჩვენ ვიღებთ მისი საუბრის მანერებზე, ჟესტიკულაციებზე, გამოხედვისა და დგომის თავისებურებაზე დაკვირვების შედეგად. მხოლოდ ინფორმაციის 20% იძლევა მის მიერ წარმოთქმული სიტყვების შინაარსი.

თუმცა ძალიან ხშირად სხეულის ენა ჩვენი აღქმის ,,კადრს მიღმა” რჩება, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია მისი წაკითხვა და ინტერპრეტირება.

ქვემოთ მოგვყავს 18 ძირითადი წესი, რომელიც გააუმჯობესებს თქვენი სხეულის ენას:

1. ნუ გადააჯვარედინებთ ხელებს ან ფეხებს.

საუბრისას ხელების გადაჯვარედინება შთაბეჭდილებას ქმნის, რომ თქვენ გსურთ ჩაიკეტოთ გარშემომყოფებისთვის, რათა მათგან თავი დაიცვათ. ეს ეხება საუბრისას ფეხი ფეხზე გადადებასაც. იყავით გახსნილი თქვენს მიერ მიზანში ამოღებულ მამაკაცთან.

2. დაამყარეთ მხედველობითი კონტაქტი

იქონიეთ მხედველობითი კონტაქტი, რათა შექმნათ ურთიერთობის ატმოსფერო და დარწმუნდეთ იმაში, რომ იგი გისმენთ. აქაც ზომიერების დაცვა და ოქროს შუალედის მოძებნაა საჭირო. ზედმეტად დაჟინებული მზერა შეიძლება აღიქვან, როგორც თქვენს მიერ მოსაუბრის დათრგუნვის მცდელობა, ხოლო თუ თქვენი მხედველობით კონტაქტი იქნება ძალიან სუსტი, მაშინ თქვენს თავდაჯერებულობაში შეეპარება ეჭვი.

3. მიიღეთ სწორი პოზა

საუბრისას მიიღეთ საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის პოზა, იყავით ლაღი და თვითდაჯერებული. ასეთი ქალები მამაკაცებს ძალიან მოსწონთ.

4. მოადუნეთ მხრები, ნუ დაიძაბებით

როდესაც საუბრისას შინაგანად იძაბებით, მაშინ თქვენი მხრებიც იძაბება და და რამდენადმე წინ იწევა. შეეცადეთ მოდუნდეთ. შეარხიეთ მხრები და წელში გასწორდით. ნუ იქნებით დაძაბული, რადგან ამ ყველაფერს მამაკაცები ძალიან კარგად ამჩნევენ.

5. პერიოდულად დაიქნიეთ თავი, როცა მოსაუბრე ლაპარაკობს

როდესაც სხვისი საუბრის დროს თავს დრო და დრო აქნევთ, ამით მას მიანიშნებთ, რომ ყურადღებით უსმენთ. მაგრამ ზედმეტად ნუ  გაირჯებით, რათა ერთ-ერთ ცნობილ სათამაშოს არ დაემსგავსოთ. მამაკაცები კი სულელად ჩაგთვლიან.

6. წელში ნუ მოიხრებით, იჯექით გამართული

საუბრისას იყავით წელგამართული და წარმოსადეგი, მაგრამ ნუ დაიძაბებით.

 

7. ჟესტიკულაცია გქონდეთ თავდაჯერებული

საუბრისას გამოიყენეთ ხელები, რაღაცის აღსაწერად ან იმისთვის, რომ თქვენი არგუმენტები იყოს უფრო დამაჯერებელი. მაგრამ ნუ გადააჭარბებთ, ხელების ზედმეტი მოძრაობა მამაკაცს ყურადღებას უფანტავს. ნუ გაიმეორებთ ერთი და იგივე მოძრაობას რამდენჯერმე.

 

 

8. გაიღიმეთ და საჭიროების შემთხვევაში გაიცინეთ

ნუ  აღიქვამთ ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად. მიუდექით ყველაფერს მსუბუქი იუმორით. თუ თქვენი რჩეული სასაცილო ამბავს ჰყვება, გაიღიმეთ და გაიცინეთ. არასოდეს არ გაიცინოთ პირველმა საკუთარ ხუმრობაზე.