მთავარი რჩევები რა ასაკში იწყება სიბერე და როგორ უნდა შევამჩნიოთ იგი

რა ასაკში იწყება სიბერე და როგორ უნდა შევამჩნიოთ იგი

by guramus

ადამიანთა უმრავლესობისთვის სიბერეს მოჰყვება მეხსიერების გაუარესება, მსჯელობის უნარისა და საღი აზროვნების დაქვეითება. ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტვინის დაბერება გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე ჩვენ გვეგონა. პროფესორი ტიმოთი სოლთჰაუსი 7 წლის განმავლობაში იკვლევდა 2 ათას ადამიანს, რის შედეგადაც დაადგინა, რომ ტვინი შესაძლებლობათა ზღვარს 22 წლის ასაკში აღწევს. 27 წლიდან იწყება დაბერების შეუქცევადი პროცესი. კვლევის პროცესში მოხალისეებს, ჯანმრთელ და კარგი განათლების მქონე 18-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებს, უნდა გამოეცნოთ გამოცანები, გაეხსენებინათ იშვიათი სიტყვები და ტერმინები, მოეყოლათ ადრე გაგონილი ისტორიის დეტალები. ჟურნალ ,,სიბერის ნეირობიოლოგიაში” გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ 22 წლის ასაკში მიღწეული პიკის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი ჩავარდნა 27 წლის ასაკში შეინიშნება. სტატისტიკური გამოთვლით ადამიანის მახსოვრობა 37 წლის ასაკში უარესდება. კიდევ უფრო უარესია მონაცემები 42 წლის შემდეგ. გამოკვლევის შედეგად მეცნიერებმა ერთი იმედის მომცემი დასკვნა მაინც გამოიტანეს – ცოდნის აკუმულირებაზე დაფუძნებული შესაძლებლობები, როგორიცაა უკვე შეძენილი ცოდნის აქტიური გამოყენების უნარი, ადამიანს მინიმუმ 60 წლამდე უნარჩუნდება.