მთავარი ურთიერთობები 5 რამ, რაც ბავშვის აღზრდისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

5 რამ, რაც ბავშვის აღზრდისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

by guramus

ბავშვებს ჭირვეული ხასიათი აქვთ. 2-3 წელი ის ასაკია, როდესაც ბავშვი იწყებს სამყაროს აღქმნას, შეცნობას, საგნების მკვეთრად გარჩევას და გრძნობების გამოხატვის სწავლას. ასეთ დროს, მთავარია, სწორად მიუდგეთ მას და საწყის ეტაპზევე ასწავლოთ გარე-ფაქტორებზე სწორი რეაგირება.

  • უთხარით არა: ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვმა დასაწყისშივე უნდა განავითაროს უარის მიღების უნარი. უნდა იცოდეს, რომ ყველაფერი მისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი უბრალოდ ვერ იქნება. ეს რა თქმა უნდა, უხეშად მოპყრობას არ გულისხმობს. თქვენ შეგიძლიათ ერთი ნივთიდან ან ამბიდან მეორე საკითხზე გადატანინოთ ყურდღება.
  • ხშირად შეაქეთ: ბავშვების ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, მცირე დეტალსაც კი ზედმეტი სენსიტიურობით აღიქვამენ. ამიტომაც, ხშირად უმეორეთ, რომ არიან ყველაზე კარგები, საყვარლები, დამჯერები.
  • კარგი საქციელისთვის დააჯილდოვეთ: ბავშვი არ უნდა მიეჩვიოს საჩუქრებს, მაგრამ ისიც უნდა იცოდეს, რომ თუ კარგად მოიქცევა, მის მიერ ჩადენილ საქციელებს დადებითი შედეგები ყოველთვის მოყვება.
  • არ უთხრათ, რომ სხვა ჯობია: ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არასოდეს არ უნდა უთხრათ ბავშვს, რომ მასზე უკეთესი მისი მეზობელი, მეგობარი, ნაცნობი ან ნებისმიერი, სხვა ბავშვია. ასეთ დროს ისინი აგრესიით ივსებიან და უფრო მეტად უჩნდებათ სურვილი გააკეთონ თქვენს მიერ ნათქვამის საწინააღმდეგო.
  • არ დააძალოთ ჭამა: უამრავი მშობელი წუწუნებს, რომ მისი შვილი საერთოდ არ ჭამს საჭმელს, არის ძალიან გამხდარი და სუსტი. ბავშვებს ულევი ენერგია აქვთ და ისინი რეალურად, მაინც იღებენ იმდენ საკვებს, რაც მათ ორგანიზმს სჭირდება. ამიტომაც, დაძალება და მაგიდის წინ გაუთავებელი კამათი უადგილოა. ამგვარი საქციელი ბავშვს  მეტად აღიზიანებს, თქვენს მიერი დასახული შედეგი კი არ ჩანს.