მთავარი ურთიერთობები 7 წამი, რომლის განმავლობაშიც მამაკაცი ახალ გაცნობილ ქალბატონს შიფრავს

7 წამი, რომლის განმავლობაშიც მამაკაცი ახალ გაცნობილ ქალბატონს შიფრავს

by guramus

ერთი ნახვით სიყვარულის, მამაკაცთა უმეტესობას საერთოდაც არ სჯერა, თუ მცა პირველ შთაბეჭდილებას დიდი ეფექტი აქვს. მამაკაცები საწყისი 5-6 წამის განმავლობაში აფასებენ ქალის გარეგნობას (თუ გამომწვევად აცვია 2-3 წამიც საკმარისია). პირველი შთაბეჭდილება გონებაში დიდხანს რჩება, მაგალითად ღრმა დეკოლტე ეცვა ან შემოტკეცილი ჯინსი.

გაცნობის პირველ წუთებში მამაკაცს ძალიან ბევრი რამის გაგება შეუძლია თქვენს შესახებ, თუნდაც სექსუალური სურვილების ან ხასიათის. ყველაფერმა შეიძლება გაგვთქვას, სიარულის მანერამ, ღიმილმა, მიმიკებმა.

გთავაზობთ თვალნათელი ნიშნების ჩამონათვალს, რომელსაც მამაკაცი მანამდე ხვდება, სანამ თავად რამე წამოგცდებათ:

– ვხედავ, როგორი თვითდაჯერებული ხარ

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კაფეში ან ბარში შესვლისას ერთი შეხედვით ამოიცნოს თვითდაჯერებული და მორცხვი ქალები. როდესაც ქალი თვითდაჯერებულია ის თამამად და დაუფარავად ათვალიერებს მამაკაცს. როდესაც მათი თვალები ერთმანეთს შეხვდება, ის მზერას არ შორებს და ირონიულად იღიმება.

როდესაც ქალი გაცნობის პირველივე წამიდან ვარცხნილობას წამდაუწუმ ისწორებს ან ტუჩებს ილოკავს, ამასთანავე ხელით ეხება ან ეხვევა, ამ დროს მამაკაცები სიფრთხილეს იჩენენ. ასეთი საქციელი მთლად პატიოსანი ქალისას არ გავს.

 

– შეუძლია დაგენიძლავოთ, რომ უკვე დაკავებული ხართ.

ნებისმიერ ქალს ეტყობა შეყვარებული არის თუ არა. საქმე ქორწინების ბეჭედში არაა. როდესაც მისი გული დაკავებული იგი არასდროს შეხედავს მამაკაცს შეფასების თვალით.

-როგორც ჩანს თქვენ წააგეთ

ქალი, რომელიც თავს სხვა ქალზე “ნაკლებად” გრძნობს (თუნდაც მცირედ) იწყებს ხმამაღლა საუბარს, აქტიურად გამოიყენებს ჟესტებს და ცდილობს მოწინააღმდეგე ქალის “განადგურებას” თუ არა მამაკაცის ყურადღების მიპყრობას მთელი თავისი სხეულით.

თუ მამაკაცს მხოლოდ სექსი სურს, ასეთი ქალი მისწრებაა. სხვა შემთხვევაში მისგან თავს შორს დაიკავებს, მით უმეტეს თუ მას კავალერი ახლავს.
– ნათელია, რომ სექსი გსურთ-
როცა ქალი მამაკაცს უყურებს ქვეცნობიერად აფასებს მას. თუ შეფასება დადებითია, მსუბუქი დისკომფორტი მუცლის ქვედა მხარეს და ქალს ფეხების უნებლიე მოძრაობის სურვილი ეუფლება. საერთოდ ქალის ფეხები მისი აღგზნების საუკეთესო მაჩვენებელია. თუ ქალი ფეხს მოხრის ან ფეხს ფეხზე გადაიდებს, ან ფეხის წვერის ქანაობას დაიწყებს-ეს მის ზრახვებს გასცემს ისევე ნათლად, როგორც წარწერა “სექსი”.
-ხვდება, რომ მეგობრის შეცვლა გსურთ-
როცა მამაკაცი ეცნობა ისეთ ქალს, რომელიც უკვე ვიღაცასთან ცხოვრობს (ხვდება ან გათხოვილია), შეუძლია შეაფასოს რამდენად მყარია წყვილის ურთიერთობა. თუ შეხვედრისას ქალი უყურებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებს-ფეხსაცმელი, სახე და უკანალი-ნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ ძიების პროცესშია.
-ხვდება, რომ გიპოვათ-

ეს არის ღიმილი-თავაზიანი და დამთმობი, და არ უბრალოდ ლამაზმანის გრიმასა, რომელიც მამაკაცს აგრძნობინებს რომ იპოვა თავისი რჩეული.