მთავარი ურთიერთობები 5 აკრძალული “ილეთი” მამაკაცთან საუბრისას

5 აკრძალული “ილეთი” მამაკაცთან საუბრისას

by guramus

გახსოვდეთ – მამაკაცები იმაზე მეტად დაკვირვებულები არიან, ვიდრე თქვენ გგონიათ, ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ თქვენ საუბრის მანერას, ჟესტებს – ამით ხომ არავერბალური კომუნიკაცია ხდება.

 

1 . როდესაც მას თვალებში უყურებთ და მზერის დრო 2-3 წამსაც კი არ გასტანს, მამაკაცი იფიქრებს, რომ მათდამი იოტისოდენა ინტერესიც არ გაგაჩნიათ ან ზოგადად მოგბეზრდათ. ამიტომ – ყველანაირი მორიდების გარეშე შეგიძლიათ გაუსწოროთ მათ თვალი და უყუროთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში – თუნდაც ეს 10-15 წამი გაგრძელდეს.

 

2 . როდესაც წინ უდგახართ, ან უზიხართ, უკან ნუ გაიწევით, ნუ აფიქრებინებთ რომ ის თქვენი გემოვნების სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. თუ ვინმემ გითხრათ, რომ კაცებს “თავისუფალი ადგილი” ჭირდებათ და დაიჯერეთ, შეცდით, ეს პირდაპირ არ უნდა გაგეგოთ – რაც უფრო ახლოს ხართ მათთან, მით უკეთესი.

 

3 . ხელი გიდევთ წელზე და მეორე ხელით ეყრდნობით მის მტევანს? – ეს მამაკაცებს იმაზე მიანიშნებთ, რომ თავდაჯერებულობის დეფიციტი გაქვთ.

 

4 . თუ ფეხი ფეხზე გაქვთ გადადებული და თან უდარდელად ათამაშებთ ისინი აუცილებლად იფიქრებენ, რომ ძალიან ნერვიულობთ ან სულაც საპირფარეშოში გასვლა გსურთ.

5 . ნურასდროს გადაწევთ მკლავებს თავის უკან როდესაც ახალგაცნობილ მამაკაცთან ხართ, ისინი ამას აგრესიის ნიშნად ჩაგითვლიან.