მთავარი ურთიერთობები მეორე ქორწინება უფრო მტკიცეა ვიდრე პირველი?

მეორე ქორწინება უფრო მტკიცეა ვიდრე პირველი?

by guramus

ახალდაქორწინებული წყვილები ძალიან ბედნიერები არიან და ოპტიმიზმით განწყობილნი უყურებენ მომავალს, თითქოს არც არაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამის მიუხედავად დრო და დრო ზოგიერთი ოჯახი მალევე ინგრევა. ქალი და კაცი ღებულობს გადაწყვეტილებას ცალკე ცხოვრების შესახებ სხვადასხვა პარტნიორებთან. ძალიან კარგი და საინტერესო კი ის არის, რომ ისინი გამოცდილებით ხელმძღვანელობენ და ცდილობენ, რომ ახალი ურთიერთობა მყარად ეჭიროთ.

დიდი ბრიტანეთის კვლევებით და ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ახლად შექმნილი ოაჯხების 45% ინგრევა, ხოლო მეორედ დაქორწინებულების მხოლოდ 32%. მეორედ დაქორწინებულები უფრო ბედნიერები არიან ამ მიზეზების გამო: იყენებენ გამოცდილებას, რომელიც მიიღეს უშედეგო ურთიერთობიდან და ცდილობენ ახალი ურთიერთბა შეინარჩუნონ. ქორწინების დანგრევაში დიდ როლს თამაშობს ახალგაზრდა ასაკი. ხშირად ახალგაზრდები გაუაზრებლად იწყებენ ურთიერთობას და ანგრევენ ოჯახებს, იმიტომ რომ მათ მხოლოდ ემოციები მართავთ. ხოლო როცა ასაკში შედიან, წინა პლანზე იწევს პასუხისმგებლობა და ურთიერთგაგება. – ამას გვეუბნება პროფესორი პემ სპური.