მთავარი რჩევები ფეხმძიმე ქალისთვის აკრძალული პროდუქტები – რომელი ხილი არ უნდა მიირთვას ფეხმძიმემ?

ფეხმძიმე ქალისთვის აკრძალული პროდუქტები – რომელი ხილი არ უნდა მიირთვას ფეხმძიმემ?

by guramus

ფეხმძიმე ქალებისთვის ალკოჰოლი და სიგარეტი რომ მავნებელია, ეს ყველასთვის ცნობილია. მაგრამ, როგორც ირკვევა, ორსულობის პერიოდში ქალები ასევე ფრთხილად უნდა იყვენენ ზოგიერთი ხილის მიღებისას.

უპირველეს ყოვლისა, ფეხმძიმობის დროს უკუჩვენებები აღინიშნა ანანასის მოხმარების შედეგად. ანანასი შეიცავს მჟავას, რომელიც შესაძლოა გახდეს ნაადრევი მშობიარობის მიზეზი. ამ ხილის მიღება კატეგორიულად დაუშვებელია იმ ფეხმძიმე ქალებისთვის, რომლებიც ე.წ. რისკ ჯგუფს განეკუთვნებიან და ფეხმძიმობის შეწყვეტა ემუქრებათ. ანანასის წვენის დალევისგან თავის შეკავება აუცილებელია ორსულობის პირველ ტრიმესტრში მაინც.

ანანასის მსგავსად, ორსულთათვის საფრთხის შემცველია პაპაიაც. სახიფათოა მისი შემოუსვლელი ნაყოფის მიღება, რომელიც შეიცავს საშვილოსნოს ყელის შევიწროების გამომწვევ ნივთიერებას, მომწიფებულ პაპაიაში ეს ნივთიერება აღარ არის და იგი პირიქით, სასარგებლოც კი არის ფეხმძიმეებისთვის.

და მესამე ხილი, რომლის მიღებაც ფეხმძიმეებს არ ურჩევენ, არის ყურძენი. დიდი რაოდენობით მისი მიღება, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო პერიოდში, არარეკომენდირებულია. მას შეუძლია ტემპერატურის მომატება, რაც უარყოფითად მოქმედებს ნაყოფის მდგომარეობაზე.