მთავარი ურთიერთობები როგორ მოვარჯულოთ და დავიმონოთ მამაკაცი, რომელიც ზედაც კი არ გიყურებთ

როგორ მოვარჯულოთ და დავიმონოთ მამაკაცი, რომელიც ზედაც კი არ გიყურებთ

by guramus

დაადგით თვალი, ან სულაც – გიყვართ ვინმე, ვისთანაც საკუთარი თავი ვერ წარმოგიდგენიათ, მაგრამ ყველაფერს გაიღებდით ამისთვის?

თუ ასეა, გაგიმართლათ რომ ამ სტატიას კითხულობთ. მე გასწავლით რამოდენიმე ხრიკს, რაც თქვენი “ერთადერთის” მორჯულებაში დაგეხმარებათ.

1 . ყოველთვის უნდა იყოთ ლამაზი (შეძლებისდაგვარად) – ალბათ იტყვით, ეს ისედაც ნათელიაო და დაგეთანხმებით, მაგრამ ამით ყველაფერი ნათქვამი არ არის. მართალია, როცა ამბობენ, რომ კაცები ვიზუალური ქმნილებები არიანო. თუ თქვენ ლამაზი არ ხართ, ძალიან ცოტა შანსი გაქვთ მამაკაცების ყურადღების მიპყრობის.

მაგრამ! – რაოდენ ცუდადაც არ უნდა გამოიყურებოდეთ, მოუარეთ საკუთარ თავს, თითქოს დედოფალი იყოთ, კაცებს ძალიან უყვართ ქალები, ვინც საკუთარ თავს უვლიან – ეს რეცეპტის პირველი პუნქტია!

2 . დააყენეთ თქვენი თავი პირველ ადგილზე – მოიქეცით, ჩაიცვით, ილაპარაკეთ ისე, თითქოს ის თქვენ არ გიმსახურებთ და ვერც ვერასდროს შეძლებს თქვენისთანა ქალის ყოლას. ვიზუალური მხარე იქით იყოს, თქვენ თუ თავის ისე დაიჭერთ და დაიჯერებთ რომ ძალიან მაღალი ხარისხის ქალბატონი ბრძანდებით, მამაკაცები ნაკლოვანებებს ადვილად გაპატიებენ და მხოლოდ თქვენ პოზიტიურ მხარეს დაინახავენ. ბევრი ნაკლებად ლამაზი ქალია დაქორწინებული ზედმეტად სიმპატიურ მამაკაცზე.

3 . ისწავლეთ საუბრის ხელოვნება – რთულია დააინტერესო კაცი, რომელსაც ვიზუალურად არ მოსწონხარ, მაგრამ თუ თქვენი გარეგნობა არ ჭრის, აქ სიტყვებს უნდა დაუთმოთ ასპარეზი. ხშირად ქალებს თანდაყოლილი ნიჭი აქვთ მოხერხებული ლაპარაკის, მაგრამ ყველას არა.

გამოიჩინეთ ინიციატივა, შემდეგ გაქრით, გააკვირვეთ თქვენი მსხვერპლი. გაუგზავნეთ შერეული სიგნალები, ერთ წუთში მიახვედრეთ, რომ მისით გიჟდებით, მეორე წუთში ზედაც ნუ შეხედავთ. მთავარი აქ მოულოდნელობაა!

წარმატებებს გისურვებთ, თუ სტატია მოგეწონათ დაბრუნდით ისევ ჩვენს საიტზე, ამ თემას კიდევ განვავრცობთ!