მთავარი ურთიერთობები 4 ფრაზა, რომელიც უნდა თქვათ მამაკაცის ყურადღების მისაქცევად

4 ფრაზა, რომელიც უნდა თქვათ მამაკაცის ყურადღების მისაქცევად

by guramus

მამაკაცები, ისევე როგორც ქალები, ემოციური ქმნილებები არიან, თუმცა დღევანდელი სტანდარტები მათ ეუბნებათ რომ სენტიმენტები და ემოციები მათში სისუსტეს ნიშნავს, ამიტომ ისინი საუკთარ თავში იკეტებიან, ემოციებს არ ამჟღავნებენ და შედეგად თავს ცუდად გრძნობენ.

თქვენ შეგიძლიათ მათ ამაში დაეხმაროთ და უკეთესიც კი – მათი სიმპატია დაიმსახუროთ. ეს ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ სწორად შერჩეული ფრაზებით, რომლებიც ქვემოთ წერია.

“შენ ეს მარტო არ უნდა იტვირთო” – ფრაზა, რომელიც მორგებულია ნებისმიერ ოჯახურ სირთულეზე. როგორც წესი, ფინანსურ და სხვა პრობლემებს მამაკაცები იტვირთებენ ხოლმე, ხოლო თქვენ, როგორც მეუღლე/შეყვარებული/პარტნიორი დაანახებთ, რომ ის მარტო არაა და თქვენ მხარში უდგახართ, აუცილებლად იგრძნობს შვებას და უკეთესი თვალით შემოგხედავთ.

“არ არის აუცილებელი, ყოველთვის ძლიერი იყო” – მამაკაცებიც ადამიანები არიან, მათაც აქვთ სისუსტეები და ცუდი დღეები, მაგრამ ამის აღიარების ეშინიათ, თქვენ შეგიძლიათ ნათელი მოფინოთ სიტუაციას და მისცეთ მათ საშუალება, მოდუნდნენ და თავიანთი სისუსტეები გამოამჟღავნონ.

“არ ჩავერევი, თუ ჩემი საქმე არაა” – ყველა კაცს აქვს პრობლემა, რომელსაც ქალთან არ იტყვის. ხშირად ამის გამო ცოლები მათ ეჩხუბებიან და პრობლემებს უქმნიან. თუ კაცი არ ხართ, ამას ვერ გაიგებთ, ამიტომ ჯობია გაგებით მოეკიდოთ, ცნობისმოყვარერობა გვერდით გადადოთ და მხარში ამოუდგეთ.

“არ არის საჭირო, სულ მეკონტაქტებოდე” – ბევრი ქალი ითხოვს მამაკაცისგან 24 საათიან ყურადღებას, ეს არამარტო არაკომფორტულია, არამედ ეგოისტურიცაა. ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ მამაკაცები ნაკლებად ემოციურები არიან და ამდენი მესიჯობა-კონტაქტი მათ არ მოსწონთ. არა იმიტომ რომ არ უყვარხართ, უბრალოდ საჭიროდ არ თვლიან.

თუ მოგეწონათ ეს სტატია, შეგიძლიათ წაიკითხოთ როგორ დავახვიოთ მამაკაცს თავბრუ – შეარჩიეთ მსხვერპლი სწორად.