მთავარი ურთიერთობები როგორ უნდა აჩუქოთ თქვენს რჩეულ მანდილოსანს ღამე, რომელიც არასდროს დაავიწყდება

როგორ უნდა აჩუქოთ თქვენს რჩეულ მანდილოსანს ღამე, რომელიც არასდროს დაავიწყდება

by guramus

ურთიერთობები დამყარებულია როგორც გრძნობებზე, ასევე სექსზე. არ გეგონოთ, რომ ეს გარყვნილებაა. სექსი ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ პარტნიორს ლოგინში ვერ ეწყობით, ეს ბევრ პრობლემას და დისტანციას ქმნის ურთიერთობაში.

მოემზადეთ სათანადოდ – შეიძლება ძველმოდურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ცოტა რომანტიკა ყოველთვის საჭიროა სექსამდე, მოსამზადებელი პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგი აურა შექმნათ. სექსი არამარტო ფიზიოლოგიური, არამედ ფსიქოლოგიურიცაა, თუ თქვენს მანდილოსანს სწორ განწყობას შეუქმნით, არც ის დაგრჩებათ ვალში. თუ  გინდათ დაანთეთ სანთლები, ან მთლად უკეთესი – ჯერ რომანტიულ ვახშამზე დაპატიჟეთ.

ცოტა ალკოჰოლი ემოციებს ამძაფრებს – ნუ მოგეჩვენებათ ამორალურად, აქ ქალის დათრობას არ ვგულისხმობ მისი ლოგინში შეთრევის მიზნით. ალკოჰოლი მოგანიჭებთ თავდაჯერებას, ხალისს მოგგვრით და გაგხდით უფრო აზარტულს. ორი სამი ჭიქი წითელი ღვინის შემდეგ მზად იქნებით, რომ ახალი “სვლები” ცადოთ საძინებელში.

გახსენით ბიუსჰალტერი როგორც წესია – არ შემეძლო, რომ არ დამეწერა, ალბათ მანდილოსნებიც დამეთანხმებიან, რომ ეს პროცესი ქალებისთვის ძალიან სასიამოვნოა, როცა მამაკაცმა იცის, რას აკეთებს. მოათავსეთ ორი თითი ბიუსჰალტერზე ჰორიზონტალურად, ზუსტად შესაკრავებთან, მოეჭიდეთ და მიიტანეთ თითები ერთმანეთთან. იმედია სპორტულ ლიფს არ გადააწყდებით, ეს ცალკე თავსატეხია.

ამოგზაურეთ თქვენი ქალბატონი “გარყვნილ” სამყაროში – თქვენ და თქვენი მანდილოსანი ახლა ცოტა ნასვამ მდგომარეობაში ხართ, მისი ბიუსჰალტერიც გახსენით, ყველაფერი მზადაა, ასე რომ ხელს არაფერი გიშლით იმაში, რომ ცოტა ექსპერიმენტები ჩაატაროთ. შესთავაზეთ მას იმის გაკეთება, რაც აქამდე არასდროს უცდია. არ ელოდოთ ქალისგან ინიციატივას, ინიციატორები თქვენ უნდა იყოთ! შეგიძლიათ კამასუტრას პოზებითაც კი იხელმძღვანელოთ, თუ გინდათ რომ სექსის შემდეგ თქვენი პარტნიორის გაკვირვებული სახით დატკბეთ.

თუ მოგეწონათ ეს სტატია, წაიკითხეთ განშორების მიზეზების შესახებ.