მთავარი რჩევები რა მოხდება თუ დღეში ერთცალ კიტრის მწნილს მივირთმევთ?

რა მოხდება თუ დღეში ერთცალ კიტრის მწნილს მივირთმევთ?

by guramus

კიტრის მწნილი ნამდვილად უებარი საშუალებაა ნაბახუსევის დროს. ასევე შესანიშნავი ინგრედიენტია სენდვიჩებისთვის და სალათებისთვის, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი ფარული სასარგებლო თვისებების შესახებ.

ერთერთ ცნობილ ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია კიტრის მწნილის ჯადოსნური თვისებების შესახებ. სტატიის ავტორის ცნობით, კიტრის მწნილი კურნავს ნერვოზსა და შფოთვას.

წყაროს მტკიცებით, ექიმი მეთიუ ჰილმეირერი დიდი ხნის განმავლობაში ატარებდა კვლევას, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ეს პროდუქტი ნამდვილად სასარგებლოა.

გარდა მეთიუ ჰილმეირისა, National Geographic-ის ჟურნალისტი რებეკა რაპიც წერს, რომ სტრესულ და უგუნებო მდგომარეობას კიტრის მწნილის რამდენიმე ნაჭრით უმკლავდება. რაპის მტკიცებით, 1 ნაჭერი 1 აბს უდრის.

დღეში 1 ცალი კიტრის მწნილი – ეს არის ბედნიერების რეცეპტი. სტაბილურად მისი მოხმარება სასწაულ შედეგს მოგცემთ. თქვენი ორგანიზმი განთავისუფლდება დაძაბულობისა და სტრესისგან.