მთავარი რჩევები ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ამ პროდუქტის შესახებ!

ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ამ პროდუქტის შესახებ!

by guramus

სუბტროპიკული მუშმალა, იგივე იაპონური ზღმარტლი – მარადმწვანე სუბტროპიკული მცენარეა ვარდისებრთა ოჯახისა.

ეს მცენარე 6-8, მაქსიმუმ 9 მ სიმაღლის იზრდება. ნაყოფი მრგვალი აქვს. მუშმალა ტკბილი არომატული გემოთი გამოირჩევა. სიმწიფის პერიოდში ყვითლდება და თაფლივით გემო აქვს.

მუშმალა საოცარი ქიმიური თვისებებით გამოირჩევა. მის შემადგენლობაშია შაქარი, ხილის მჟავები, C, PP, P ვიტამინები, პროვიტამინი A, პექტინები, ფიტონციდები, არომატული და მთრიმლავი ნივთიერებები.

ხალხურ მედიცინაში იგი საჭმლის მომნელებელი სისტემების მოსაწესრიგებლად გამოიყენება. ფიტონციდების მაღალი შემცველობის წყალობით, მცენარე სასუნთქი გზების ანთებების ჩასაქრობადაც აქტიურად გამოიყენება.

რას შეიცავს 100 გრამი მუშმალა?

ენერგია – 47 კკალ

ნახშირწყლები – 12.1 გრამი

პროტეინი – 0 გრამი

ვიტამინები:

ვიტამინი A – 1528 IU

ვიტამინი C – 1 მგ

ნიაცინი – 0.2 მგ

ვიტამინი B6 – 0.1 მგ

ფოლიუმის მჟავა – 0.14 მკგ

მინერალები:

კალციუმი – 16 მგ

კალიუმი – 266 მგ

ფოსფორი – 27 მგ

მაგნეზიუმი – 13 მგ

რკინა – 0.3 მგ

თუთია – 0.1 მგ

სელენი – 0.6 მკგ

ფასდაუდებელი შემადგენლობა აქვს მუშმალის არა მხოლოდ ნაყოფს, არამედ მის ფოთლებსაც. მათ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.

მუშმალას ფოთლებისგან დამზადებული ნაყენები და ნახარშები დიარეას, ასთმას, ბრონქიტებსა და ზედა სასუნთქი გზების ანთებებს კურნავს.

მუშმალას სხვა სასარგებლო თვისებები:

1. ებრძვის სურდოსა და გრიპს

2. კუჭ-ნაწლავს წმენდს შხამებისა და ტოქსინებისგან

3. აუმჯობესებს მხედველობას

4. აუმჯობესებს თირკმლების ფილტრაციის უნარს, ხსნის დისფუნქციის სიმპტომს

5. ებრძვის შაქრიან დიაბეტს (მისი ფოთლები შეიცავს ნივთიერება ტრიტერპენს და პოლისაქარიდს, რომლებიც სისხლში ინსულინის გამომუშავებას უწყობენ ხელს)