მთავარი ურთიერთობები როგორ მოვიშოროთ ემოციური დამოკიდებულება და “დავიკიდოთ” ის ერთადერთი

როგორ მოვიშოროთ ემოციური დამოკიდებულება და “დავიკიდოთ” ის ერთადერთი

by guramus

გყავთ ადამიანი, რომლის დავიწყებასაც ცდილობთ, მაგრამ არ გამოგდით იმისდა მიუხედავად, რომ მან დიდი ხანია დაგივიწყათ და სხვასთან ააწყო ურთიერთობა?! გეთანხმებით, ეს საშინელებაა, მაგრამ არსებობს ხერხი ამასთან გასამკლავებლად.

გააცნობიერეთ, რომ ის გიყვართ – უბრალოდ იმის თქმა, რომ “მე ის აღარ მიყვარს” არაფერს არ ცვლის, თქვენ მხოლოდ თქვენს თავს ატყუებთ, ეს კი არაფერში წაგადგებათ. აქ მთავარია აღიაროთ თქვენი ემოციური დამოკიდებულება, შემდეგ უფრო რაციონალურად იაზროვნებთ.

ეძებეთ მიზეზები, თუ რატომ არ იმსახურებს თქვენს გონებაში ყოფნას – სიყვარული ყოველთვის იწვევს დამოკიდებულებას, ეს მთავარი მიზეზია, თუ რატომაც არის მტკივნეული საყვარელი ადამიანის დაკარგვა. მაგრამ თუ ვინმემ მიგატოვათ, ეს იმაზე საკმარისი მიზეზია, რომ თავიდან ამოიგდოთ. გაიხსენეთ ყველაზე მცირე დეტალიც კი, რაც მისგან გწყენიათ, ეს დაგეხმარებათ დამოკიდებულების შეცვლაში.

ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც ადრე – როდესაც ვინმე გენატრებათ, გგონიათ, რომ სხვას ვერ შეიყვარებთ და მუდამ ასეთი მოწყენილი იქნებით. შეიძლება ვერ დაიჯეროთ, მაგრამ მილიონობით ადამიანის გამოცდილების შედეგად, შეგვიძლიათ დავასკვნათ, რომ ეს დებულება მცდარია. ყოველი ახალი ურთიერთობა წინას სჯობს, როგორც წესი.

ეცით თქვენს თავს მეტი პატივი – ეს დამოკიდებულება ძირითადად იქიდან მოდის, რომ თქვენ თქვენი თავი არ გიყვართ. თუ თქვენი თავისთვის თქვენზე მნიშვნელოვანი არავინაა, მაშინ არც არავინ დაგჭირდებათ იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნოთ. შეიძლება ნარცისულად ჟღერდეს, მაგრამ ყველა ურთიერთობაში თქვენი თავი გეყენოთ პირველზე.

თუ მოგეწონათ სტატია, გადადით ჩვენს ურთიერთობების განყოფილებაში და წაიკითხეთ საინტერესო სტატიები.