მთავარი რჩევები ექიმები გირჩევენ გადაეჩვიოთ ფრჩხილების კვნეტას – აი, რა ზიანს გაყენებთ ეს მავნე ჩვევა

ექიმები გირჩევენ გადაეჩვიოთ ფრჩხილების კვნეტას – აი, რა ზიანს გაყენებთ ეს მავნე ჩვევა

by guramus

ფრჩხილების კვნეტა ადრეული პერიოდიდან ნერვოზის ნიშნად ითვლებოდა. ძალიან რთულია ამ ჩვევისგან განკურნება და ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს საკუთარ ფსიქიკაზე.

უახლესი კვლევებით დადგინდა, რომ ფრჩხილების კვნეტა წარმოადგენს ობსესიურ-კომპულსური პიროვნული აშლილობას (პერფექციონიზმს). კვლევა ჩატარდა კანადაში, საკმაოდ მცოდნე და კვალიფიციური მეცნიერების მიერ.

თუ მსგავსი ჩვევა გაქვთ, დააკვირდით გახასიათებთ თუ არა თმების წვალება ან კანის აქერცვლა? ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ მაქსიმალისტი ხართ და ამ ფორმით გამოხატავთ გაღიზიანებას და უკმაყოფილებას.

კანადაში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 50 მონაწილიდან 50-ვემ დაიწყო ფრჩხილების კვნეტა, როდესაც გარკვეული სტიმული მიეცათ. სტიმული შემუშავებული იყო ისე, რომ მათ ეგრძნოთ, სტრესი, უსაქმურობა ან იმედგაცრუების შეგრძნება.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფრჩხილების კვნეტა მოწყენის და გაღიზიანების შედეგია. ვიდეოს, რომელსაც მონაწილეები უყურებდნენ და გათვლილი იყო მათთვის სტრესის მოსაგვრელად და ვიდეო, რომელშიც ისინი ზღვის ტაღებს უცქერდნენ განტვირთვისთვის, არ გამოუწვევია მავნე ქმედებები, მაგრამ ეს ასე იყო მხოლოდ გარკვეული ნაწილისთვის.

პროფესორმა ო’კონერმა განმარტა, რომ ის ადამიანები, ვინც რეგულარულად იკვნეტენ ფრჩხილებს, მუდმივი პრობლემების წინაშე დგანან. მათ არ შეუძლიათ მუშაობა ნორმალურ რეჟიმში. ამიტომ ისინი მეტად მგრძნობიარეები არიან, ყველაფერზე ადვილად ღიზიანდებიან და ადვილად უცრუვდებათ იმდედები.