მთავარი ურთიერთობები 9 გასაკვირი რამ, რაც მამაკაცს თქვენგან სურს!

9 გასაკვირი რამ, რაც მამაკაცს თქვენგან სურს!

by guramus

გაინტერესებთ რას ითხოვს მამაკაცი თქვენგან? რას მოელის? რა სურს? ეს არც თუ ისე ძნელი გამოსაცნობია. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ჩამონათვალს, რასაც თქვენი საყვარელი მამაკაცი თქვენგან მოელის, მაგრამ არ გეუბნებათ.

1. ყოველთვის მიმართეთ სახელით – მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, როდესაც საყვარელ ადამიანს სახელით მიმართავთ მისთვის ეს სასიამოვნოა. განსაკუთრებით თუ თქვენს ხმაში სინაზე და სიყვარული იგრძნობა.

2. შეხედეთ მას ყურადღებით –  თვალებში ყურება ძალზედ მოსწონთ მაკაცებს, სულ რომ არაფერი, გული გამალებით უძგერთ ხოლმე.

3. მიეცით მას თავისუფლება – შეზღუდვები ძალიან საზიანოა ურთიერთობაში. როდესაც მამაკაცს ქალი სივრცეს უზღუდავს, იგი მისგან თავსი დაღწევას ცდილობს. მამაკაცისთვის სასიამოვნოა როდესაც აგრძნობინებთ, რომ მას ენდობით, იგი ყველანაირად ეცდება თქვენი ნდობა გაამართლოს.

4. აგრძნობინეთ მისი ძალა – მიუხევად იმისა რომ მამაკაცებს ძლიერი და დამოუკიდებელი ქალები იზიდავთ, ცხოვრების მეგზურად მაინც დაუცველ და გულუბრყვილო ქალებს ირჩევენ. ამიტომ შეეცადეთ თავი ისე მოაჩვენოთ რომ მის გარეშე ვერაფერს შეძლებთ.

5. ნუ მოერიდებით მას, როცა ოფლიანია – არ გქონდეთ გართულება როდესაც თქვენი რჩეული ოფლიანი იქნება. მამაკაცისთვის სასიამოვნოა როდესაც ის დაღლილი (სავარჯიშო დარბაზიდან არ სამსახურიდან) და ოფლიანი მოვა სახლში და თქვენ ჩაეხუტებით.

6. აჩვენეთ მას თქვენი ვნება – მამაკაცს იმაზე მეტად არაფერი სიამოვნებს რამდენადაც ის რომ თქვენგან გრძნობს ვნებას. გამოხატეთ დაუფარავად თქვენი სურვილები და სიყვარული და მასაც მიეცით დრო გაიხსნას ბოლომდე.

7. შეიცვალეთ ვარცხნილობა – მამაკაცებს მოსწონთ როდესაც ქალი ელეგანტურ ვარცხნილობას ატარებს, ასე რომ მოუწყვეთ სიურპრიზები და ხშირად შეიცვალეთ ვარცხნილობა.

8. ხშირად გაუღიმეთ – მამაკაცს სიამოვნებს როდესაც მის რჩეულს გაღიმებულს ხედავს. ღიმილი კი ნებისმიერ ქალს ამშვენებს. ასე რომ ხშირად გაიღიმეთ, განსაკუთრებით დილით )

9. იყავით მუდამ თამამი – არ შეიკავოთ თავი თამამი ჩაცმულობისგან, იყავით მუდამ ფორმაში. ჩაიცვით ღრმა დეკოლტე. იყავით თქვენი რჩეულისთვის მუდამ მიმზიდველი ნებისმიერ ადგილას.

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

ყველა ქალის გულს დაიპყრობთ, თუ ამ მეთოდებს გამოიყენებთ

20 ფაქტი სექსის შესახებ, რომელზეც წარმოდგენა არ გაქვთ

5 რჩევა წყვილებს, რომლებიც ხშირად ჩხუბობენ.