მთავარი ურთიერთობები ყველა ქალის 3 სუსტი წერტილი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია

ყველა ქალის 3 სუსტი წერტილი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია

by guramus

არსებობს ხრიკები, რომლებზეც ქალები ეგებიან, არსებობს ასევე ხრიკები, რომლებზეც არ ეგებიან და ეცინებათ კიდეც, მაგრამ ეს სამი სუსტი წერტილი მართლაც რომ “სუსტია”, ასე რომ მამაკაცები ამას ხშირად იყენებენ. ესენია:

თვითშეფასება – არ ვამბობ, რომ “დააფაროთ” თავზე ყველაფერი, მაგრამ “ლამაზი” ქალის მოხიბვლა თუ გინდათ, ის კომპლიმენტებით არ უნდა აავსოთ, ამას მიჩვეულები არიან. პირიქით, უთხარით ისეთი რაღაცეები, რაც თავის სილამაზეში დააეჭვებს, აი აქ დაიმსახურებთ მის ინტერესს.

გრძნობებისადმი გულჩვილობა – გაგიგიათ, რომ ქალის ცრემლი ბევრს ნიშნავს, მაგრამ მამაკაცის ცრემლი ბევრად უფრო მეტს? ეს მართალია. როცა კაცი ტირის (არ ვგულისხმობ გულამომჯდარ ბღავილს), ეს ქალისთვის ძალიან მომხიბვლელი და ბევრისმთქმელია. არ ვამბობ, რომ აუცილებლად უნდა იტიროთ, მაგრამ გრძნობებისა და სენტიმენტების გამოხატვა ყოველთვის პლიუსს დაგიწერთ.

“პირფერობა” – არ გაიგოთ პირდაპირი გაგებით, ქალს უნდა უთხრათ კომპლიმენტი, მაგრამ არა აშკარა და ყველასთვის შესამჩნევი. თქვენი საქმეა, რომ იპოვოთ მისი ისეთი ნათელი მხარე, რომელსაც სხვა ვერავინ გამოააშკარავებს და ამაზე გააკეთოთ აქცენტი. ასე თავის თავში რაღაც ახალს აღმოაჩენს და თქვენდამი გულგრილი ვერ დარჩება.

ასევე წაიკითხეთ ძალიან საინტერესო სტატია – 6 ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი ლოგინში “მხეცია”