მთავარი ურთიერთობები მამაკაცური სიყვარულის გამომჟღავნების ოთხი მარტივი, მაგრამ მოულოდნელი მეთოდი.

მამაკაცური სიყვარულის გამომჟღავნების ოთხი მარტივი, მაგრამ მოულოდნელი მეთოდი.

by guramus

მამაკაცები ყოველთვის არ არიან ისეთი კომუნიკაბელურები, როგორც ქალებს უნდათ, სწორედ ამიტომ მათ გრძნობების უცნაური გამოხატვის უნარი ახასიათბთ, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება. წარმოგიდგენთ ოთხ ასეთ მარტივ, თუმცა კომპლექსურ მეთოდს.

მამაკაცები უბრალოდ ამბობენ: ”მე შენ მიყვარხარ”

ხშირად ყველაფერი უფრო რთულად არის, მათ არ შეუძლიათ თქვან “მე შენი ერთგული ვიქნები” ან “სამუდამოდ მეყვარები”, ხანდახან უბრალო “მე შენ მიყვარხარ” ყველაფრის მთქმელია.

ისინი სიყვარულს ყურადღების გამოხატვით გაჩვენებენ

აქ მოიაზრება საჩუქრები, პაემნები, ძვირადღირებული დასვენება და ა.შ. ხშირად მათ სიტყვებს ფულის დახარჯვა ურჩევნიათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უყვარხართ – პირიქით, თქვენი გულისთვის ყველაფერზე წავლენ.

გრძნობების გამოხატვა კონტაქტით

ხელის შეხება, თმაზე მოფერება, კოცნა და სექსი. ეს ყველაფერი ფიზიკური სიყვარულის გამოხატვაა. ნუ აღიქვამთ ამ ყველაფერს ისე, თითქოს ის გეფლირტავებოდეთ. კაცებისთვის შეხება ბევრს ნიშნავს.

ისინი თავიანთ მშობლებს გაცნობენ

თუ ეს არ ადასტურებს გრძნობების სიღრმეს, მაშინ არ ვიცი სხვა რა მოახერხებს ამას. კაცებისთვის თქვენი წარდგენა თავიანთი ახლობლებისთვის ძალიან სერიოზული ნაბიჯია და ამას არ გააკეთებს, თუ ნამდვილად არ უყვარხართ.

თუ სტატია მოგეწონათ, წაიკითხეთ შემდეგისხეულის ენა, 5 რამ რაც არასდოროს უნდა გააკეთოთ