მთავარი კულინარია გოგლი – მოგლი

გოგლი – მოგლი

by guramus

როგორ მოვამზადოთ ერთდროულად სასარგებლო და უგემრიელესი გოგლი – მოგლი, რომელიც ყელის ტკივილის მოსარჩენი მშვენიერი საშუალებაა.

საჭირო ინგრედიენტები:
  • 6 ულუფა
  • 12 კვერცხის გული
  • 150 გ შაქარი
  • 1 ლიმონი ან ფორთოხალი
  • 60 გ ფორთოხლის ლიქიორი
  • 60 გ კონიაკი
  • 90 გ მუსკატი
  • 360 გ სხვადასხვა ფორმის მზა ბისკვიტი
მომზადების წესი:

პირველ რიგში კარგად გავრეცხოთ კვერცხები, ხოლო შემდეგ ცილა და გული გავაცალკევოთ. ამის შემდეგ, გავხეხოთ ლიმონის და ფორთოხლის კანი. კვერცხის გული და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, რასაც დავუმატოთ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა, ლიქიორი, კონიაკი, მუსკატი და კიდევ ავთქვიფოთ. ახლა უკვე გამზადებული გოგლი-მოგლი ჩაასხით სასურველ ჭურჭელში და სუფრასთან მიიტანეთ მზა ბისკვიტთან ერთად.