სამარხვო კექსი ყავით და ქიშმიშით

by guramus

როგორ მოვამზადოთ ძალიან მარტივად უგემრიელესი სამარხვო კექსი ყავით და ქიშმიშით.

საჭირო ინგრედიენტები:
  • 2–3 ჩ.კ ხსნადი ყავა
  • 300 გრ ფქვილი
  • 200 გრ შაქარი
  • 2 ს.კ თაფლი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 100 გრ გატარებული ნიგოზი
  • 100 გრ ქიშმიში
  • შაქრის პუდრა –მოსაყრელად ( გემოვნებით)
მომზადების წესი:

პირველ რიგში საჭიროა ყავის მომზადება. ამისთვის 250 მლ ცხელ წყალში გახსენით 2 სასვე ჩ/კ ყავა და კარგად მოურიეთ. ჯერ კიდევ ცხელი ყავა ჩაასხით ჯამში და დაუმატეთ შაქარი, თაფლი და მარილი, რის შემდეგაც კარგად აურიეთ. ამის შემდეგ საჭიროა ცოტახნით გავაჭეროთ, რათა გაცივდეს. ყავის მასას დაუმატეთ ერთმანეთში არეული ნიგოზი და ქიშმიში, ასევე დაუმატეთ მცირეოდენი სოდა და კარგად აურიეთ, ხოლო სულ ბოლოს დაუმატეთ ფქვილი. კექსის საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, მოაყარეთ ცოტა ფქვილი, გადაიტანეთ მასზე მიღბული მასა და შედეთ ღუმელში 180 გრადუსზე. 40-45 წუთში კექსი მზადაა.

0

ასევე დაგაინტერესებთ