მთავარი კულინარია სომხური ქადის მომზადება

სომხური ქადის მომზადება

by guramus

გთავაზობთ სომხური ქადის კლასიკურ რეცეპტს, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს. ქადის მომზადების პრინციპი ძალიან მარტივია.

საჭირო ინგრედიენტები:
  • 500 გრ კარაქი ან მარგარინი
  • 0.5 ლ მაწონი
  • 2 ც კვერცხი
  • 1 ს.კ სოდა
  • 2 ს,კ ძმარი
  • მარილი-გემოვნებით
  • პურის ფქვილი
მასალა ქადის გულისათვის:
  • 9 ს.კ ზეთი
  • 1 .5 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 3 ჩ.ჭ ფქვილი
  • ვანილი, მარილი-გემოვნებით
მომზადების წესი:

დაკეპეთ დანით კარაქი ან მარგარინი, დააყარეთ პურის ფქვილი და განაგრძეთ დაკეპვა. ამას დაუმატეთ სოდა გახსნილი ძმარში და ნელ-ნელა დაამატეთ მაწონი. გაყავით ცომი ოთხ ნაიწილად და სათითაოდ გააბრტყელეთ. ამას დავაყაროთ ქადის გული, გადავკეცოთ და შევდგათ მაცივარში. გავიმეოროთ 2-3 ჯერ.

ამის შემდეგ გააბრტყელეთ, გამოჭერით ფორმები, წაუსვით ზემოდან კვერცხის გული, დაალაგეთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე და შედგით გაზქურაში.

ქადის გულის მოსამზადებლად პურის ფქვილი მოშუშეთ ტაფაზე, დააამატეთ ზეთი, შაქრის ფხვნილი,ვანილი და გაყავით 4 ნაწილად.