მთავარი ურთიერთობები რა შემთხვევაშია მყარი ქორწინება?

რა შემთხვევაშია მყარი ქორწინება?

by guramus
    • ვიაზრებ ვალდებულებას? რეალურად, ქორწინება არ არის ისეთი, როგორიც შეყვარებულობის პერიოდში ჩანს. ერთად ცხოვრება ორივე მხარეს უამრავ ვალდებულებას უჩენს, ეს კი იმდენად რთულია, ხშირად გაუთავებელ “ორთაბრძოლებში” გადადის.
    • გავერთობით ერთად? როცა ახალგაზრდა ხარ, თავი ბედნიერად რომ იგრძნო, გართობა და მხიარულება გჭირდება. ასეთ დროს საკუთარ თავს უნდა დაუსვა შეკითხვა: აბა, აქამდე ვყოფილვართ ერთად მხიარულ სიტუაციაში? და როგორ მოიქცა ჩემი პარტნიორი, გაერთო ისევე, როგორც მე?
  • ვენდობი? არის ფაქტი, რაც არ მოგიყოლიათ? თუ არის, რატომ?
  • მხარს მიჭერს? ურთიერთობებში აკრძალვები ხშირია. როგორც წესი, ამას მამაკაცები აკეთებენ. თუმცა, მანდილოსნების ეჭვიანობასაც არ აქვს საზღვრები. საბოლოო ჯამში, ეს ფაქტი კონკრეტული საკითხების აკრძალვებით სრულდება.
  • შევიცვალე? რა არ მოსწონს თქვენში? სცადა რაიმეს შეცვლა? გრძნობთ თქვენს ძველებურ პიროვნულობას?
  • მაკმაყოფილებს ფინანსურად? საკითხი, რომელიც ყველაზე პრობლემატურია. თანაცხოვრება იწვევს უამრავი ახალი ნივთის, სიახლეების, ფინანსურად მყარად დგომის საჭიროებას. ხშირია, როდესაც კონფლიქტი სწორედ ამ ამბის გარშემო ვითარდება. შეიძლება მამაკაცი ცდილობდეს თქვენთვის მაქსიმუმის მოცემას, მაგრამ მისი მაქსიმუმი რეალურად, სულაც არ იყოს საკმარისი. ამიტომ დაუსვით საკუთარ თავს კითხვები და ეცადეთ, იპოვოთ შესაბამისი პასუხები.

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

როგორ სძინავთ ზოდიაქოს ნიშნებს

რომელია ყველაზე მშიშარა და მამაცი ზოდიაქოს ნიშანი

10 სარწმუნო მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გვიყვარდეს ვერძი