მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ მანდარინის მურაბა?

როგორ მოვამზადოთ მანდარინის მურაბა?

by guramus

გთავაზობთ მანდარინის მურაბის მოსამზადებელ რეცეპტს.

ინგრედიენტები:
  • მანდარინი – 1 კგ (პატა ზომის)
  • წყალი – 500 მლ
  • შაქარი – 1 კგ
  • ვანილი – გემოვნებით
მომზადების წესი:

მოვაცალოთ მანდარინს ყუნწები და გავრეცხოთ. დავჩხვლიტოთ კბილის ჩხირის საშუალებით და ჩავყაროტ მდუღარე წყალში მოსათუთქად. ამის შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან და საწურზე მოვათავსოთ გასაწურად. სანამ მანდარინები იწურება, გავაკეთოთ შაქრის სიროფი.

1.5 კილოგრამი შაქარი გავხსნათ 500 მლ წყალში და შიგჩავყაროთ ჩვენი მანდარინები, დავდგათ დაბალ ცეცხლზე ნახევარი საათის განმავლობაში.

30 წთ გასვლის შემდეგ გამოვთოთ და დაველოდოთ სანამ გაგრილდება, გაგრილების შემდეგ ისევ დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ასე გავიმეოროთ იქამდე სანამ წვენი ცოტა არ შესქელდება.

ამ ყველაფრის მერე ჩავაწუროთ ლიმონი და ჩავაყაროთ ვანილი. გაცივების შემდეგ შეგვიძლია ჩავასხათ ქილებში და შევინახოთ.