მთავარი საკითხავი სატირის გენიის, მიხეილ ჟვანეცკის 30 მწარე და გენიალური გამონათქვამი…

სატირის გენიის, მიხეილ ჟვანეცკის 30 მწარე და გენიალური გამონათქვამი…

by guramus

16. ფიზ-კულტურა სიცოხლეს 5 წლით ახანგრძლივებს, მაგრამ ეს 5 წელი სპორტ-დარბაზში უნდა გაატარო.
17. ღირსეული ადამიანის ამოცნობა ძალიან მარტივად შეიძლება იმის მიხედვით, თუ რამდენად მოუხერხებლად სჩადის უღირსობას.
18. რა არის ჩვენი სიცოცხლე: არ მიეჩვევი – მოკვდები, არ მოკვდები – მიეჩვევი.
19. სჯობს სიყვარულით დაკავდე მძიმე შრომით, ვიდრე მძიმე შრომით დაკავდე სიყვარულით.
20. დიდი ბედნიერებაა ხედავდე ნამდვილ, გმირულ, სისხლიან ცხოვრებას და მასში არ მონაწილეობდე.
21. რთულია უკანასკნელი ძუკნა როცა ხარ, უკნიდან სულ ვიღაც გეპარება.
22. საკმარისია დიეტაზე გადახვიდე, გვერდით ვიღაც აუცილებლად გადადის ჭამაზე.
23. უკეთესია ჩუმად იყო და სულელად მოეჩვენო ხალხს, ვიდრე ილაპარაკო და ამაში შეეჭვების საფუძველიც კი არ დატოვო.

24. ტვინის ორი ნახევარსფერო ზოგს თავის ქალით აქვს დაფარული, ზოგს კიდევ შარვლით
25. არ არის საკმარისი იცოდე საკუთარი თავის ფასი, საჭიროა მოთხოვნებსაც პასუხობდე.
26. ცხოვრება როიალს ჰგავს: თეთრი კლავიში, შავი კლავიში… მერე თავს დახურავენ.
27. ყველაზე დიდი უხერხულობა – ორი მზერა, რომელიც გასაღების ჭუჭრუტანაში ხვდება ერთმანეთს.
28. ვამბობდი: ან მე ვიცხოვრებ კარგად, ან ჩემი ნაწარმოებები იქცევიან უკვდავად მეთქი. ცხოვრება ისევ ნაწარმოებების მხარეს გადავიდა.
29. ბედნიერი ხარ? ყოველთვის სხვადასხვაგვარ პასუხს ვიძლეოდი ამ შეკითხვაზე, მაგრამ ყოველთვის უარყოფითს.
30 . მეგობრებო, თუკი უკვე ყელამდე ნეხვში ვართ, ხელები ჩავკიდოთ ერთმანეთს!

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

ბერტრან რასელის საოცარი ფრაზები

ბუხრის წინ საკითხავი წიგნები

ანტონ ჩეხოვის გენიალური ფრაზები