მთავარი საკითხავი ალბერ კამიუს 45 გენიალური გამონათქვამი…

ალბერ კამიუს 45 გენიალური გამონათქვამი…

by guramus
  • თუ მე უდანაშაულო ადამიანს ბრალს დავდებ საშინელ დანაშაულში, თუ ზნეკეთილ ადამიანს იმის მტკიცებას დავუწყებ, რომ საკუთარი დის მიმართ ავხორცი გულისთქმა აქვს, ის მიპასუხებს, რომ ეს აბსურდია… მეც საფუძველი მაქვს, ვიფიქრო, რომ აბსურდულობის შეგრძნება ჩნდება არა ფაქტის უბრალო შესწავლით ან მიღებული შთაბეჭდილებით, არამედ ის შემოიჭრება ფაქტობრივ რეალობასა და გარკვეულ რეალობას, მოქმედებასა და ამ მოქმედების მიღმა არსებული სამყაროს შედარების შედეგად. აბსურდი, ძირითადად, განხეთქილებაა. იგი არც ერთ შედარებულ ელემენტში არ დევს. აბსურდს მათი დაპირისპირება წარმოშობს. ინტელექტის თვალთახედვით შემიძლია ვთქვა, რომ აბსურდი არ არის ადამიანში, არც სამყაროში, არამედ – მათ ერთობლივად არსებობაში.
  • თქვენც უთუოდ მოგეხსენებათ, რომ ყველა ინტელიგენტი განგსტერობაზე ოცნებობს და სურს საზოადოებაზე ძალით იბატონოს. მაგრამ რაკი ეს ისე ადვილი არაა, როგორც განგსტერული რომანების მკითხველს შეიძლება მოეჩვენოს, უმეტესწილად პოლიტიკას მიმართავენ ხოლმე და ყველაზე უფრო მძვინვარე პარტიაში ეწერებიან.
  • მომხიბვლელობის ძალა, ხომ იცით, რა დიდია: თანხმობას მანამ გეუბნებიან, სანამ გარკვევით ითხოვდე რამეს.
  • ეჰ, მეგობარო, რა გონებაშეზღუდულნი არიან ადამიანები. ყოველთვის ჰგონიათ, რომ კაცი თავს მარტო ერთი რამის გულისთვის იკლავს. განა არ შეიძლება, თავს ორი, ან სამი რამის გამო იკლავდე? არა, ეს წუთითაც არ მოუვათ ფიქრად… როცა დავიხოცებით, ჩვენი სიკვდილით ისარგებლებენ და ჩვენს საქციელს რაღაც სულელურ საბაბს გამოუნახავენ.
  • უთუოდ ფიქრობდნენ, სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობს, ბედნიერი კაციაო. ამას კი არავინ გაპატიებს. ბედის მადლიერი კაცის იერი თუ გაქვს, ვირები ცოფდებიან.
  • ყველა იჩქარის, სხვა გაკიცხოს, რომ თვითონ განუსჯელი დარჩეს.
  • ყველანი გამონაკლისები ვართ. ყველას რაღაცის გასაჩივრება სურს! ყველას სწადია, უცოდველად ჩათვალონ, რადაც არ უნდა დაუჯდეს, თუნდაც ამისთვის ცისა და მიწის დადანაშაულება მოუხდეს.
  • „რაც მთავარია, ნურასდროს ენდობით მეგობრებს, როცა გთხოვენ, გული გადაგვიშალეთო. ისინი მხოლოდ იმას იმედოვნებენ, რომ განუმტკიცებთ იმ კეთილ რწმენას, საკუთარ თავზე რომ აქვთ და საამისოდ იდევ ზედმეტ საბუთს მისცემთ, რაკი გულის კარს გაუღებთ.
  • უთუოდ მოგეხსენებათ, რომ იმათ, ვინც გვჯობიან, იშვიათად გავენდობით ხოლმე. მათთან ყოფნას ხშირად გავურბივართ კიდეც. და პირიქით, უმეტეს შემთხვევაში, აღსარებას იმას ვეუბნებით, ვინც ჩვენი მსგავსია და ჩვენი ნაკლიც სჭირს. მაშასადამე, გამოსწორება კი არ გვწყურია, გვინდა ჩვენი განსჯისას ჩვენი სისუსტე გაითვალისწინონ. მხოლოდ იმას ვნატრობთ, შეგვიბრალონ, გაგვამხნევონ და გზა დაგვილოცონ.
  • თქმა არ უნდა, რომ ჭეშმარიტი სიყვარული გამონაკლისია: საუკუნეში ერთს ან ორს თუ შეხვდება კაცი. სხვა დანარჩენი კი პატივმოყვარეობა, ან მოწყენილობაა და მეტი არაფერი.
  • ჩვენში დარჩეს და მონობა, უპირატესად მომღიმარე, აუცილებელია. მაგრამ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ იქნება. თუკი მონების გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია, განა არ სჯობს, ამ მონებს თავისუფალ მოქალაქეებს ვუწოდებდეთ? ჯერ ერთი, პრინციპის გულისთვის, მეოერეც, იმიტომ, რომ ხალხი სასოწარკვეთილებაში არ ჩავაგდოთ. განა ამ საზღაურის ღირსნი არ არიან? ასე სიცილ-სიცილით მოგვემსახურებიან და ჩვენც სუფთა გვექნება სინდისი.
  • ღმერთი ამდენს როდი ითხოვდა, მეგობარო. მას უნდოდა, გვყვარებოდა, ესაა და ეს.

სტატიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე