მთავარი კულინარია როგორ მზადდება ანაშარცვი

როგორ მზადდება ანაშარცვი

by guramus

აფხაზური სამზარეულოს ერთ-ერთი მშვენიევრი მაგალითი, ანაშარცვი, რომელიც თქვენი ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდება.

საჭირო ინგრედიენტები:
  • კიტრი 1კგ
  • ნიორი 4-5 კბილი
  • ნიახური 2 ძირი
  • ოხრახუში 1-2 ძირი
  • ცხარე წიწაკა 1–2ც.
  • დაფნის ფოთოლი 1ც.
  • ალუბლის ფოთოლი 2–3ც.
  • მარილი 50–60გრ.
მომზადების წესი:

კარგად გავრეცხოთ კიტრი, მოვაჭრათ მას ძირები და ჩავდოთ მინის ქილაში. ჩაასხით ქვაბში წყალი და დაგით გაზქურაზე. ამის შემდეგ დაუმატეთ მას მარილი, ოხრახუში, დაფნა და ადუღეთ დაახლოებით 10-15 წუთი, რის შემდეგაც გადმოიღეთ და ცოტა გააცივეთ. უკვე ქილაში ჩაწყობილი კიტრის თავზე მოათავსეთ ნიორი, ნიახურის ძირები, ალუბლის ფოთლები და დაასხით მარილ–წყალი. შეინახეთ მსგავს მდგომარეობაში და 1 დღეში ყველაფერი მზად იქნება.