7.5K
ძალიან გემრიელი და ამავე დროს სასარგებლო ისპანახის მომზადების წესი ზეთით და მწვანლით.
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 კგ ისპანახი
- 1/2 ჩ.ჭ ზეთი
- 3 თავი ხახვი
- მარილი და ქინძი-გემოვნებით
მომზადების წესი:
გაარჩიეთ ისპანახი, გარეცხეთ და ცივ წყალში ჩადეთ. სასურველია, ასეთ მდგომარეობაში 1 საათით გააჩეროთ. 1 საათის შემდეგ გადმოიტანეთ ქვაბში და დაასხით მდუღარე წყალი. მოხარშეთ 10 წუთით. ისპანახი გაწურეთ ცალკე და დაჭერით. შეურიეთ მას მცენარეულ ზეთში მოშუშული ხახვი. შაზავეთ მარილით და ქინძით გემოვნებით.