მთავარი კულინარია ბადრიჯანი ნიგვზით: მომზადების წესი

ბადრიჯანი ნიგვზით: მომზადების წესი

by guramus

როგორ მზადდება ბადრიჯანი ნიგვზით, რომელიც ნებისმიერი დიასახლისის ერთ-ერთი რჩეულია.

საჭირო ინგრედიენტები:
  • 1 კგ ბადრიჯანი
  • 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1/2 ჩაის ჭიქა ზეთი
  • 1 ჩ.კ კაკალი ქინძი
  • 1 ჩ.კ ზაფრანა
  • ნახევარ-ნახევარი კონა მწვანილი
  • მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:

ჩაჭერით კანიანი ბადრიჯანი სიგრძეზე, ოღონდ ისე, რომ ერთმანეთს არ მოსცილდნენ. ჩააყარეთ შიგნით მარილი დაა გააჩერეთ ასე 1 საათით. ამის შემდეგ, გაწურეთ და შეჭვით ზეთში. უკვე შემწვარი ბადრიჯანი გააცივეთ. ამის შემდეგ ცალკე დანაყილი ნიგოზი, ქინძის თესლი, ზაფრანა და ნიორი აუერიეთ ერთმანეთში, შეაზავეთ მარილში და ცოტაოდენ ძმარში აგლისეთ. ბოლოს, დაუმატეთ ამას წვრილად დაჭრილი ქინძი.