მთავარი ურთიერთობები რატომ აქვთ ადამიანებს სექსი ღამე?

რატომ აქვთ ადამიანებს სექსი ღამე?

by guramus

ფიზიოლოგიური ფაქტორები
ძუძუმწოვართა უმეტესობას ხანმოკლე სქესობრივი აქტი აქვს. გამონაკლისს მხოლოდ ძაღლები წარმოადგენენ. მცირეხნიანი აქტი სულაც არ უშლის ხელს განაყოფიერებას.

ურთიერთობების ფაქტორები

ერთად ძილის ფენომენი პირველყოფილი ადამიანებიდან მოდის. ისინი სითბოს შენარჩუნებას ზამთრის ცივ ღამეებში ჩახუტებით ახერხებდნენ. სწორედ აქედან იწყება ქალის და მამაკაცის ერთად დაძინების ჩვეულება. ამასთანავე, საპირისპირო სქესის ადამიანების გვერდიგვერდ წოლა ოქსიტოცინის გამოყოფას უწყობს ხელს, რაც ინტიმურობის განცდას აჩენს წყვილში.

უამრავი ახსნა აქვს წყვილების ერთად ძილის ფენომენს – ძლიერი ურთიერთობით დაწყებული, მჭიდრო კავშირით დასრულებული. რაღა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ისეთი სავარაუდო მიზეზიც არსებობს, რაც ინტიმურობასთან საერთოდ კავშირში არ არის: პირველყოფილი ადამიანები ზამთრის ცივ ღამეებში სითბოს შენარჩუნებას ერთად უფრო კარგად ახერხებდნენ, რაც ესკიმოსების მსგავს აბორიგენებში გადარჩენას განაპირობებდა; თანაც ორი ადამიანი, სავარაუდოდ, მოახლოებული საფრთხის – გარეული ცხოველების ან მტრის თავდასხმის შესახებ ერთად უკეთ იგებდა. ოქსიტოცინი ძუძუმწოვრების უმეტესობისთვის ურთიერთობის განმამტკიცებელი „ჩახუტების ჰორმონია“.

სწორედ ეს მოსაზრებები ხსნის ფენომენს, რომ ადამიანების უმეტესობის შემთხვევაში, სექსუალური ურთიერთობის სურვილი სწორედ ძილის დროს იჩენს თავს – როდესაც გახანგრძლივებული ფიზიკური კონტაქტი სიახლოვისა და ინტიმურობის გრძნობას ბადებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სექს-ეტიკეტი: როგორ მოვიქცეთ საწოლში
ეროგენული ზონები, რომელთა შესახებ აქამდე არც კი გსმენიათ