2K
- „მუდამ ვთვლიდი, რომ თუ წაგება გიწერია, მნიშვნელობა არა აქვს, ერთიანად რამდენს წააგებ; გამარჯვებული კი იქამდე ხარ, სანამ ვიღაც არ დაგამარცხებს“.
- – ყვითელი სახე აქვს, ჰენკ. მისი თვალები დაინახე? ავადაა.
– ოცნებითაა დაავადებული, – ვუპასუხე. დოღზე თავშეყრილებს, ყველას ეგ სენი გვჭირს. - „მე ხომ მხოლოდ მავნე მიდრეკილებები გამაჩნდა: სმა მიყვარდა, ზარმაცი ვიყავი, ღმერთის არ მწამდა, პოლიტიკა ფეხებზე მეკიდა, არც იდეა გამაჩნდა და არც იდეალი. არარაობაში ვარსებობდი და უკვე შევგუებოდი კიდეც. ვითომ რატომ უნდა ვყოფილიყავი საინტერესო პიროვნება? თუმცა, არც მინდოდა რომ ვყოფილიყავი, რადგან მაგ თვისების შენარჩუნებაზე ცალკე უნდა მეზრუნა. ერთადერთი რაც მართლა მინდოდა, მშვიდი, ნისლიანი ადგილსამყოფელი იყო, სადაც მარტო ვიქნებოდი, ყველასგან მოსვენებული. მეორეს მხრივ, რომ ვთვრებოდი, ვღრიალებდი, ვბობოქრობდი და ხელიდან მივდიოდი. ურთიერთსაპირისპირო საქციელი ვიცოდი, მაგრამ, ეს არც მედარდებოდა“.
- „თუ ქალმა გადაწყვიტა და ზურგი შეგაქცია, შენი საქმე წასულია. მათ შეუძლიათ შენი სიყვარული, მაგრამ თუ თავში რაღაც გადაეკეტათ, შეუძლია წყნარად გიყურონ მომაკვდავს კანალიზაციაში, ანდა მანქანაგადავლილს და ზედაც არ შემოგაფურთხონ“.
- „მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილზე ბევრი რამ ვიცით და მასზე თითქმის ყოველ დღე ვფიქრობთ, თუ მოულოდნელად გარდაცვლილი ადამიანი კეთილი და გამორჩეული პიროვნებაა, ეს მოვლენა ძალიან მძიმედ გადაგვაქვს და ვერანაირ ნუგეშს ვერ ვპოულობთ იმაში, რომ მის გარდა კიდევ უამრავი ადამიანი მიდის ცხოვრებიდან; კარგებიც, ცუდებიც და უცნობებიც“.
- „სიყვარული იმათთვისაა, ვინც ფიზიკურ გადატვირთვას უძლებს, წარმოიდგინე, რომ შარდის მჩქეფარე მდინარეში ფონს გადიხარ და მხარზე ნაგვით სავსე ტომარა გკიდია. სიყვარული ცრურწმენის ერთ-ერთი ფორმაა. მე კი ცრურწმენები ისედაც არ მაკლია“.
- „ხალხში ჰარმონიის დამყარება შეუძლებელი იყო: ზოგი კომუნიზმით იყო შეპყრობილი, ზოგი ჯანსაღი საკვებით, ზოგი მედიტაციით, ზოგი სერფინგით, ზოგი ბალეტით, ჰიპნოტიზმით, ზოგი ჯგუფური შეკრებებით, ორგიებით, ველოსიპედებით, ბალახეულით, კათოლიციზმით, მძიმე წონის აწევით, მოგზაურობით, განდგომით, ვეგეტარიანელობით, ინდოეთით, ხატვით, წერით, სკულპტურით, მუსიკის წერით ან დირიჟორობით, ტურიზმით, იოგით, სექსით, აზარტული თამაშებით, სმით, ბირჟაობით, გაყინული იოგურტით, ბეთჰოვენით, ბახით, ბუდათი ან ქრისტეთი, სავაჭრო ბრენდით, ჰეროინით, სტაფილოს წვენით, თვითმკვლელობით, კერძოდ შეკვეთილი კოსტიუმებით, კერძო თვითმფრინავით მგზავრობით, ნიუ-იორკით. მაგრამ ერთხელაც ეს ყველაფერი სადღაც ორთქლდებოდა, ან იშლებოდა და ხალხი იძულებული ხდებოდა რამე ახალი საქმიანობა ეპოვნა და ამ ახალი საქმის კეთებაში დალოდებოდა აღსასრულს. მაინც მიმაჩნდა, რომ არჩევნის ქონა კარგი რამე იყო“.
- „საერთოდ, ხალხი წერილებში უფრო კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვიდრე ცხოვრებაში. პოეტების არ იყოს“.
სტატიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე