მთავარი საკითხავი ჩარლზ ბუკოვსკი – ქალები ( ამონარიდები )

ჩარლზ ბუკოვსკი – ქალები ( ამონარიდები )

by guramus
  • “ასეა ხალხთან ურთიერთობა. რაც უფრო დიდხანს ხარ მათთან, მით უფრო იჩენს თავს მათი ექსცენტრიკულობა. განსხვავება იმაშია, რომ თავიდან ეს გამოვლინებები სასაცილოდ გეჩვენება და გახალისებს“.
  • „ზოგჯერ შენს წარმატებას სხვები განაპირობებენ. ზოგჯერ კი შენ თვითონ. მაგრამ ძირითადად ის შენზეა დამოკიდებული“.
  • „როცა ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას სტრესი და სიგიჟე აკლდებოდა, არ ვიცოდი რაზე ვყოფილიყავი დამოკიდებული“.
  • „მაგრამ გასაკიცხი არავინ იყო. ურთიერთობაში არ არსებობდა ცუდი და კარგი. ყველაფერი საკუთარ არჩევანზე იყო დაყვანილი. გააჩნია რა უფრო გიღირდა და რისი ამტანი იყავი ცხოვრებაში: ზოგი უფრო კეთილი იყო, ზოგი უბრალოდ შენით უფრო იყო დაინტერესებული. ზოგჯერ კი, სწორედ გარეგნულად ლამაზი და შინაგანად ცივი გერჩივნა, სასტიკი და ვერაგული დარტყმების მიუხედავად, რომლებსაც ისინი გაყენებდნენ. იმ ჩათლახობის მიუხედავად, რომლებსაც ისინი გაყენებდნენ. იმ ჩათლახობის მიუხედავად, რომელსაც გიჩალიჩებდნენ. ისევე, როგორც ხალხს ფილმებში უყვარს ამ ყველაფრის ყურება. კეთილი ქალები უკეთ ჟიმაობდნენ, უფრო მეტს დებდნენ სექსში, ხოლო მათთან გატარებული დროის მერე, ისინი უფრო ლამაზებად გეჩვენებოდნენ, რადგან შინაგანად იყვნენ ლამაზები“.
  • „ორმოცდაათ წლამდე მუშათა კლასს ვეკუთვნოდი, მერე კი ავიღე და ცნობილი პოეტი გავხდი. იმიტომ, რომ ფხიანი ვიყავი. ამიტომაც ვაჯვამდი თავზე ყველა დირექტორსა და მენეჯერს, რადგან ერთ დროს ისინი მაჯვამდნენ თავზე, როცა მე უსუსური ვიყავი. ახლა კი მეც მათსავით ვიქცეოდი. ისეთივე განებივრებული, დამპალი ლოთი და ახვარი გავმხდარიყავი. ამ თვითანალიზმა უკეთ ვერ გამხადა“.

„ქალები გვჯობდნენ კაცებს. ცხოვრებას გაცილებით უკეთ გეგმავდნენ და უკეთ იყვნენ ჩარლზ ბუკოვსკი – ქალები 2ორგანიზებულნი. სანამ კაცები ფეხბურთის ჩემპიონატს ვუყურებდით, ბოულინგს ვთამაშობდით და ლუდით ვიჭყიპებოდით, ქალები ჩვენზე ფიქრობდნენ, გვაკვირდებოდნენ, გვსწავლობდნენ და წყვეტდნენ – ვვარგოდით მათთვის, თუ არა, სხვაში გავეცვალეთ, მოვეკალით, თუ უბრალოდ მივეტოვებინეთ. საბოლოო ჯამში, ეს არავის ადარდებდა; რაც უნდა გვექნა, მაინც მარტონი ვრჩებოდით“.

 

  • „ახალგაზრდობაში სულ დეპრესიები მაწუხებდა. მაგრამ ამას თვითმკვლელობამდე არ მივუყვანივარ. ამ ასაკში კი სულაც გამოვრიცხავდი, რადგან ისედაც უკვე თითქმის ყველაფერი მკვდარი იყო. მე მომწონდა სიბერე და სრულიად ვეთანხმებოდი იმ მოსაზრებას, რომ მწერალი ორმოცდაათი წლის მაინც უნდა იყოს, სანამ მის ნაწერებში სიცხადე იქნება. რაც უფრო მეტი მდინარე გადაგიცურავს, მით უფრო მეტი გაიგე მდინარეებზე. იმის თქმა მინდა, რომ ორმოცდაათ წლამდე იმდენჯერ გიწევდა თეთრი წყლის გადაცურვა და რიფებზე თავის გატეხვა, რომ ვინც გადარჩებოდა, მართლაც ბევრი რამის გაეგებოდა. თუმცა კაი რთული გამოცდილება იყო“.
  • „გასაგებია, რომ მორალი ადამიანის თავისუფლებებს ზღუდავდა, მაგრამ მორალის მცნება ხომ საუკუნეების გამოცდილების შედეგად ჩამოყალიბდა. ზოგ შემთხვევაში, ის ქარხანაში მუშათა შენარჩუნებას ემსახურებოდა, ანდა საეკლესიო მრევლის შენარჩუნებას და ერის ერთგულებას სახელმწიდოსადმი. ზოგ შემთხვევაშიც, მორალი საღ გონებას აქეზებდა“.
  • „ცოტა ვარჯიში არ მაწყენდა, თუკი სიბერეში, კნუტ ჰამსუნივით, სქელი რომანების წერას ვაპირებდი“.
    „თანამედროვე საზოგადოებამ თვითონ შექმნა თავისი თავი და ახლა მისი წარმომადგენლები ერთმანეთსვე ჭამდნენ“.
  • „გარანტია არ არსებობს, როცა საქმე ადამიანის საქციელს ეხება“.
    „კაცს ბევრი ქალის ყოლა მხოლოდ მაშინ ეპატიება, როცა არც ერთი არ ვარგა. მაგიტომაც ეძებს ახალს. მაგრამ გაუთავებელ ტყნაურში კაცი თავის იდენტურობას კარგავს“.

თუ მოგეწონათ სტატია ასევე წაიკითხეთ:

ალბერ კამიუს 45 გენიალური გამონათქვამი…

ჩვენი დროის პარადოქსი – ჯორჯ კარლინი

6 შეცდომა, რომელსაც ადამიანი საუკუნეთა განმავლობაში უშვებდა და უშვებს