მთავარი კულინარია ფორთოხლის და სტაფილოს სმუზი

ფორთოხლის და სტაფილოს სმუზი

by guramus

სასმელი არამარტო გემრიელი უნდა იყოს, არამედ ჯანსაღი და ორგანიძმისთვის სასაგებლოც. ფორთოხლის და სტაფილოს სმუზი ზუსტად ამ კრიტერიუმებში შედის ასე, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში შეგიძლიათ მოიმზადოთ გასაგრილებლად და ამავდროულად ორგანიზმს საჭირო ვიტამინები მიაწოდოთ.

ინგრედიენტები:
  • ფორთოხალი – 4 ცალი
  • ლიმნის წვენი
  • სტაფილო –  6 ცალი
  • ნუშის რძე – 1 ჭიქა
  • დარიჩინი – 1/2 ს/კ
  • ყინული
მომზადების წესი:

გარეცხეთ სტაფილო დაჭერით მრგვალ ნაჭრებად, გათალეთ ფორთოხალი და ეს ყველაფერი ჩაყარეთ ბლენდერში, დაუმატეთ ლიმნის წვენი, დარიჩინი, ცოტა ყინული, რძე და კარგად დააბლენდერეთ. მიღებული მასა შეგიძლიათ მოათავსოთ ჭიქებში და მიირთვათ.