მთავარი კულინარია ოსპის წვნიანი

ოსპის წვნიანი

by guramus

უგემრიელესი ოსპის კერძების ერთ-ერთი მშვენიერი მაგალითი – ოსპის წვნიანი. მომზადების წესი და ინსტრუქცია.

საჭირო ინგრედიენტები:
  • ერთი ჯამი ოსპი
  • ნიგოზი
  • ერთი თავი ხახვი
  • მარილი
  • პილპილი
მომზადების წესი:

დაარჩიეთ, გარეცხეთ, ჩაყარეთ  ქვაბში ოსპი, წყალი კი იმდენი დაასხით რომ სრულიად დაიფაროს. აადუღეთ, ხოლო როცა ადუღდება ხახვი ჩააჭერით. მას შემდეგ რაც კარგად მოიხარშება, დააყარეთ დანაყილი ნიგოზი, მარილი,პილპილი. დაიმახსოვრეთ, ის არც ძალიან თხელი უნდა იყოს და არც ძალიან სქელი.