მთავარი ურთიერთობები რვა რჩევა – როგორ უნდა მოიქცეთ საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ

რვა რჩევა – როგორ უნდა მოიქცეთ საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ

by guramus

მეცნიერების აზრით დაშორების შემდეგ პირველი 10 დღე ყველაზე რთულია, შემდეგ კი ნელ ნელა ყველაფერი ლაგდება და უბრუნდება ჩვეულებრივ რიტმს. უკან როგორ დაბრუნდებით ეს თქვენზეა დამოკიდებული. უბრალოდ გაითვალისწინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები.

1. გაწყვიტეთ მასთან ყველანაირი კონტაქტი – სამუდამოდ წაშალეთ მისი ყველა წერილი და ფოტო.

2. ახალი კავშირისგან თავი შეიკავეთ – უმჯობესია რაიმე სპორტით თუ დაკავდებით, მაგალითად ტანვარჯიშით ან იოგით.

3. არავითარი ალკოჰოლი. ყველაფერს აქვს ორი მხარე, ასევე არის სასმელთან მიმართბაში, მისი დიდი რაოდენობის მიღება კარგს არაფერს მოგიტანთ, მითუმეტეს თქვენს ჯანმრთელობას. იგი უბრალოდ დროებითი გამაყუჩებელია და არაფერი დადებითი შედეგი არ მოაქვს თქვენთვის. შხაპის ქვეშ დიდხანს გაჩერდით და რაც შეიძლება მეტი წყალი დალიეთ.

4. არ გალანძღოთ – ცოტა იწუწუნეთ და ისიც მხოლოდ ახლო მეგობრებთან. მასზე ცუდი იფიქრეთ ოღონდ არაფერი თქვათ.