ხშირად ურთიერთობის დასრულება ნარკოტიკის თავის დანებებას გავს, რაც საშინლად მოქმედებს თქვენს ემოციებზე. მაგრამ მერე ხვდებით წესიერ მამაკაცს, რომელიც საერთოდ განსხვავებულია, აი რა ხდება ამ შემთხვევაში:
1. პირველ რიგში, გაქვთ საშინელების მოლოდინი – ფიქრობთ, რომ კარგი ბიჭები აღარ არსებობენ, ამიტომ არავის ენდობით, საკუთარ თავსაც კი. მუდმივ შიშში ცხოვრობთ, რომ რაღაც ცუდი მოხდება და ისევ იგივეს განცდა მოგიწევთ.
2. ყველაფერზე გადაჭარბებით ბევრს ფიქრობთ – წინა ურთიერთობამ დაგიტოვათ ცუდი კვალი გონებაზე, ამიტომ ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებთ, აღარ გჯერათ ადამიანების წესიერების და ცდილობთ, თავიდან აირიდოთ.
3. ფიქრობთ, რომ ის იმდენად კარგია, შეუძლებელია ნამდვილი იყოს – თქვენში ეჭვის მიზეზს ეს ადამიანი არ იწვევს და ყოველდღე გარწმუნებთ, რომ ისევ ისეთივე კარგი ადამიანია, როგორიც თავიდან იყო. თქვენ კი ყოველდღიურად ელოდებით, რომ ის მაინც იმედს გაგიცრუებთ და გულს გატკენთ.