მთავარი კულინარია გუფთა: მომზადება

გუფთა: მომზადება

by guramus

გუფთის მომზადების ძალიან მარტივი წესი, რომელიც ნებისმიერ დიასახლისს ძალიან გამოადგება.

საჭირო ინგრედიენტები:
  • 100 გრ საქონლის ხორცი
  • 1 ც სტაფილო
  • 3-4 ღერი ოხრახუში
  • 1 თავი ხახვი
  • 10 გრ პური
  • 500 გრ წყალი
  • 1 ც კვერცხი
  • 3-4 ღერი კამა
  • მარილი-გემოვნებით
მომზადების წესი:

პირველ რიგში, ხორცსაკეპ მანქნაში უნდა გავატაროთ ხახვი, მწვანილი და რათქმაუნდა, საქონლის ხორცი. დავალბოთ, გავწუროთ და ასევე გავატაროთ პური. კვერცხის ათქვიფის შემდეგ მოვასხათ ფარშს მხოლოდ ნახევარი. დასკვნით სტადიაში, ავადუღოთ წყალი და ჩავყაროთ შიგნით მარილი, გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი კამა და დაველოდოთ დაახლოებით 2-3 წუთი. ბოლოს, ჩავუშვათ ფარშის ბურთულები წვენში და დავტოვოთ ასე 15-20 წუთით.