მთავარი ურთიერთობები 9 ფსიქოლოგიური ხრიკი, თუ როგორ ვიყოთ ყველაზე შარმიანი ადამიანი მსოფლიოში

9 ფსიქოლოგიური ხრიკი, თუ როგორ ვიყოთ ყველაზე შარმიანი ადამიანი მსოფლიოში

by guramus

ჯეფ ჰადენი – 2017 წლის ყველაზე გაყიდვადი წიგნის ავტორი გვაძლევს 9 რჩევას, თუ როგორ უნდა ვიყოთ ყველაზე შარმიანები და მომხიბვლელები. აი, რა თვისებები აქვთ ასეთ ადამიანებს:

მათ წაგების არ ეშინიათ

 

შარმიანი ადამიანები ყევლაფერში პირველობისთვის არ იბრძვიან და არ ეშინიათ საკუთარი ნაკლოვანებების აღიარების.

ღიად გამოხატავენ, რომ თქვენი ნახვა ძალიან უხარიათ

თვალით კონტაქტის დამყარება მნიშვნელოვანია ურთიერთობაში და ამ ადამიანებმა ეს იციან. გიცინიან, როცა თქვენ უცინით. თავს გიქნევენ. უბრალოდ კი არ იმეორებენ თქვენს ქცევებს, არამედ იმაზე ახდენენ ფოკუსირებას, თუ რაზე საუბრობთ.

ისინი ეძებენ ურთიერთგაგებას

იყენებენ შეხების ძალას

შეხება ძლიერი ხერხია იმისთვის, რომ ადამიანებმა ერთმანეთს გაუგონ. ერთ-ერთ ექსპერიმენტში მეცნიერებმა სცადეს 12 სხვადასხვა ემოციის გამოხატვა შეხების გზით, 83% წარმატებულად დასრულდა.

ასე რომ, როდესაც ვინმეს მილოცვა გინდათ, მხოლოდ ხელის შეხებით არ შემოიფარგლოთ, დაადეთ მხარზე ხელი და გაუღიმეთ. ასე მიხვდებიან, თუ რა გულწრფელი ხართ.

ისინი მიმიკების და ჟესტების გამოყენებაში ხელოვანები არიან

ხალხი, რომელიც ყველას მოწონს, ემოციებს სწორად გამოხატავს. ყველაზე მოასწყენი ისტორიის საინტერესო ამბად ქცევა შეუძლიათ მიმიკების და ჟესტების გამოყენებით (როდესაც საჭიროა).

არ ეშინიათ, რომ სულელურად გამოიყურებიან

შეიძლება ამა თუ იმ სპორტში ვერ არიან მაგრები, მაგრამ სულ არ აინტერესებთ სხვები რას ფიქრობენ მათზე.

გასაკვირია, მაგრამ ამით მეტ პატივისცემას იმსახურებენ სხვებისგან.

როდესაც თქვენი სისუსტის გამოჩენის არ გეშინიათ და სახალხოდ აღიარებთ ამას, ხალხი მეტ პატივს გცემთ.

კითხვების დასმა ერხერხებათ

მათ ადვილად შეუძლიათ საკუთარ თავზე აგალაპარაკონ. არ ეშინიათ პირადული კითხვების დასმის და საკუთარ თავზეც ხშირად ლაპარაკობენ. ასეთ ხალხს ნამდვილად აინტერესებთ თქვენც და თქვენი აზრიც.