მთავარი ურთიერთობები 6 ფრაზა, რაც “მე შენ მიყვარხარ” ზე მეტს ნიშნავს შენი პარტნიორისთვის

6 ფრაზა, რაც “მე შენ მიყვარხარ” ზე მეტს ნიშნავს შენი პარტნიორისთვის

by guramus

მე შენ მიყვარხარ – გაცვეთილი ფრაზა, რომელიც ყოველთვის ფასობდა, ფასობს და დაფასდება. იცოდით, რომ არსებობს ფრაზები, რომლებსაც არ ამბობთ, მაგრამ ისინი უფრო მეტს ნიშნავენ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის?

1. “მე აქ ვიქნები შენს დასახმარებლად.”

აცნობო ვიღაცას, რომ მისთვის ყველაფერზე მზად ხართ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რისი თქმაც შეგიძლიათ. ქმედება ხომ ყოველთვის უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს, ვიდრე სიტყვა.

2. “ლამაზი ხარ.”

შეიძლება იფიქროთ, არ ამართლებსო, მაგრამ “რა სექსუალური ხარ” ან “რა კარგად გაცვია”-სგან განსხვავებით სიტყვა “ლამაზი” უფრო პიროვნული და პირადულია და მეტ ღრმა ემოციას აღვიძებს.

3. “როგორ გრძნობ თავს?”

ამის კითხვა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთმანეთის კარგად ყოფნაზე (ემოციურად და ფიზიკურად) ზრუნვა ნებისმიერი ურთიერთობის საფუძველია.

4. “ვფიქრობდი, იქნებ ___.”

გეგმების დალაგება ყოველთვის იმაზე მიანიშნებს, რომ ამ პიროვნებასთან მომავალზე ფიქრობთ.