მთავარი ურთიერთობები პირველი პაემნის 5 “წესი”

პირველი პაემნის 5 “წესი”

by guramus

ამბობენ, რომ პირველი შთაბეჭდილება ბევრს ნიშნავს. სწორედ პირველი სიახლოვე და ადამიანის უკეთ გაცნობის სურვილი გვაძლევს შესაძლებლობას, წამოვიწყოთ ახალი ურთიერთობა.

სწორად წარმოდგენილი პიროვნულობა გვეხმარება მოსაუბრეს უკეთ ვაჩვენოთ ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ და რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

არსებობს 5 “წესი” (თუ შეიძლება  წესი ვუწუდოთ), რომელიც მოგვეხმარება დავხვეწოთ ქცევის ეტიკეტი, საუბრის სტილი, შევინარჩუნოთ ბუნებრივობა და პირველივე პაემანზე დავტოვოთ დადებითი შთაბეჭდილება.

ნუ ჩაიცვამთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს

მამაკაცების უმეტესობას ბუნებრივი გოგონები მოსწონს. ეს არა მხოლოდ ზოგად ვიზუალს, არამედ დეტალებსაც ეხება. აირჩიეთ რაიმე სადა, მარტივი სტილი, ანდა შეხვედრის ადგილას სპორტული ფეხსაცლით მიბრძანდით.

ნუ იქნებით გამომწვევი

ურთიერთობის ყველა ეტაპს საკუთარი განვითარება უნდა მოყვეს. ამიტომაც, დატკბით ყველა ეტაპით. მოვა გამომწვევი ტანსაცმლის პერიოდი, მთავარია ძალიან არ გადაიპრანჭოთ და მოვლენები არ დააჩქაროთ.

 

ეცადეთ მოერიდოთ ძველ ურთიერთობებზე, პოლიტიკაზე და საკამათო თემებზე საუბარს

მამაკაცების უმეტესობას არ უყვარს, როდესაც მათი ინტერესის ობიექტი წარსულზე იწყებს საუბარს. შესაბამისად, მათთვის არც ისაა საინტერესო, მოუყვეთ რა ხდებოდა იქამდე, სანამ მას შეხვდებოდით. პირველი პაემანი “მსუბუქი” თემებისთვისაა და ნუ დათრგუნავთ მოსაუბრეს ზედმეტი კითხვებით.

გამორთეთ მობილური ან გათიშეთ შეტყობინებების ხმა

ყურადღებით რომ იყოთ და მოსაუბრის ნათქვამი თითოეული სიტყვა გაიაზროთ, საჭიროა საკონტაქო ობიექტისგან შორის იყოთ. პირველი პაემანი უკეთ გაცნობის საშუალებაა და ამიტომაც, მაქსიმალურად გამოიყენეთ შანსი, შეიქმნათ დადებითი შთაბეჭდილება.

იყავით თავდაჯერებული

არა მარტო პირველი პამენის დროს, არამედ ზოგადად, ცხოვრების მანძილზეც, ყველაზე გამოსადეგი რჩევა საკუთარი თავდაჯერებულობის კარგად წარმოჩენაა. შესაძლოა, მოსაუბრემ სულაც არ დატოვოს ძალიან კარგი შთაბეჭდილება ან პირიქით, იგრძნოთ, რომ როგორც ვარაუდობიდით, იმ დოზით სულაც არ მოსწონხართ. ნუ დაითრგუნებით, ურთიერთობის შემდეგი ეტაპი ბევრად საინტერესო იქნება.