მთავარი ურთიერთობები როგორ მივხვდეთ, რომ პარტნიორი გვიყენებს

როგორ მივხვდეთ, რომ პარტნიორი გვიყენებს

by guramus


ლაპარაკს მხოლოდ იმაზე, როგორ გამოიყურებით: კომპლიმენტების რაოდეონაბამ იკლო, ვეღარ გრძნობთ მის თქვენდამი დაინტერესებას და ეს ყველაფერი უკვე ტრადიციულ სახეს იღებს?

მხოლოდ სექსის დროს აქვს კომუნიკაცია: თუ თქვენი პარტნიორი მხოლოდ სექსის დროს გელაპარაკებათ, ეს ნიშნავს, რომ მას თქვენდამი ინტერესი უქრება. საერთოდაც, მცდარია მოსაზრება რომ სექსი სიყვარულს გადაარჩებს. სექსი გადაარჩენს ვნებას და იმ ლტლოვას, რაც წყვილს შორის ბუნებრივია და ისედაც უნდა არსებობდეს.

არასოდეს ითვალისწინებს თქვენს საჭიროებებს: თუ თქვენი პარტნიორი გამუდმებით საკუთარ მოთხოვნილებებზე საუბრობს, ავიწყდება თქვენ ვინ ხართ მისთვის და ცხოვრების რა ნაწილს იკავებთ, ეს ნიშნავს, მას თქვენდამი ინტერესი ნადვილად უქრება.

არ თვლის საჭიროდ მოიხადოს ბოდიში: წყვილებს შორის კონფლიქტი ჩვეულებრივი მოვლენაა. დაუკვირდით, თუ მისი თქვენდამი დამოკიდებულება იცვლება, თითოეული ქმედება მოვალეობის მოხდის მიზნით არის ნაკარნახევი, სჯობს, რომ წერტილი დასვათ.

არასოდეს იცის რას გრძნობთ: შეყვარებული წყვილისთვის საინტერესო უნდა იყოს თქვენი განცდები, განვლილი დღე, პრობლემები. უნდა აინტერესებდეს, გეკითხებოდეთ.

ზურგს აქცევს თქვენს შესაძლებლობებს: ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი სწორედ თქვენი შესაძლებლობების და საჭიროებების პატივისცემაა. უნდა იცოდეს რა გსურთ და მაქსიმალურად უნდა გეხმარებოდეთ, რომ ხელი შეგიწყოთ როგორც კარიერული, ისე პერსონალური განვითარების დროს.

არ გითვალისწინებთ სამომავლო გეგმებში: შეყვარებული წყვილების ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი “ჩვენ”-ობით საუბარია, როცა “მე” და “შენ” ცალკ-ცალკე კარგავს მნიშვნელობას. ამიტომაც, სამომავლო გეგმები თითქმის ყოველთვის საერთოა.