მთავარი საკითხავი 8 წიგნი, რომელთა წაკითხვასაც სტივ ჯობსი, ბარაკ ობამა და ტიმ კუკი გვირჩევენ

8 წიგნი, რომელთა წაკითხვასაც სტივ ჯობსი, ბარაკ ობამა და ტიმ კუკი გვირჩევენ

by guramus

ალბათ, ბევრჯერ დაფიქრებულხართ რა არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანი უდიდეს წარმატებას აღწევს და საქვეყნოდ ცნობილი ხდება. რა თქმა უნდა, იღბალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ თავდაუზოგავი შრომა და მიზანისკენ სწრაფვა წარმატებული ადამიანის უმთავრესი თვისებაა. გარდა ამისა, წარმატებული ხალხი ბევრს კითხულობს. მუდმივად ახლის აღმოჩენის ძიებაშია.

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების ფავორიტ წიგნებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულებს მათ განვითარებაში და ჩამოუყალიბეს მილიონერისთვის აუცილებელი პიროვნული თვისებები:

Atlas Shrugged By Ayn Rand – ატლანტმა გაშალა ფრთები (აინ რენდი)

რეკომენდატორი: სტივ ჯობსი, ბარაკ ობამა

წიგნი პოლიტიკაზე და ბიზნესზეა. როდესაც სტივ ვოზნიაკს ჰკითხეს რამ შთააგონა ჯობსი, მან უპასუხა: “აინ რენდის “ატლანტმა გაშალ ფრთები.”

Competing Against Time By George Stalk – დროსთან კონკურენცია (ჯორჯ სტალკი)

რეკომენდატორი: ტიმ კუკი
წიგნი ბიზნესს, ეკონომიკას, თვითგანვითარებას ეხება. ტიმ კუკი იმდენად არის შეყვარებული წიგნზე, რომ თავის ყველა თანამშრომელს ავალდებულებს ერთხელ მაინც წაიკითხონ ის.

Business Adventures By John Brooks – ბიზნეს თავგადასავლები (ჯონ ბრუკსი)

რეკომენდატორი: უირენ ბაფეტი, ბილ გეითსი
წიგნი ბიზნესს და ფინანსებს ეხება. რა აქვს ორ მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანს საერთო? _ ჯონ ბრუკსის წიგნების სიყვარული.

Influence By Robert Cialdini – გადარწმუნების ფსიქოლოგია (რობერტ კალდინი)

რეკომენდატორი: გაი კავასაკი
რობერტ კალდინის შედევრი მარკეტინგს, ფსიქოლოგიას, ადამიანებზე ზემოქმედების მოხდენის ხელოვნებას ეხება.

Life Is What You Make It By Peter Buffett – ცხოვრება ისეთია, როგორსაც შენ ქმნი (პიტერ ბაფეტი)

რეკომენდატორი: ბილ კლინტონი
პიტერ ბაფეტის კლასიკა ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია, რომელშიც ავტორი აქტიურად განიხილავს ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს, შესაძლებლობებს.

The Four Agreements By Don Miguel Ruiz – ოთხი პირობა (დონ მიგელ რუიზი)

რეკომენდატორი: ოპრა უინფრი

ყველაზე წარმატებული და მდიდარი ქალი – ოპრა უინფრი მიგელ რუიზის “ოთხ პირობაზეა” შეყვარებული. წიგნი სულიერ განვითარებაზე, ბედნიერების ძებნაზე და ცხოვრებაზეა.
მიგელ რუიზის აზრით, არსებობს ოთხი პირობა, რომელთა შესრულებაც ადამიანს წარმატებულს და ბედნიერს გახდის:
1. დაუკვირდი შენს სიტყვებს და არ დაუშვა შეცდომა ლაპარაკისას.
2. არ მიიღო არაფერი პირადულად.
3. ყველაფერს შენს თავზე ნუ აიღებ.
4. ყოველთვის გააკეთე მაქსიმუმი.

Autobiography Of Benjamin Franklin By Walter Isaacson – ბენჟამინ ფრანკლინის ავტობიოგრაფია (ვოლტერ ისააკსონი)

რეკომენდატორი: ელონ მასკი
ელონ მასკი, ფეიფალის, ტესლა მოტორსის, სფეის იქსის დამფუძნებელი და წარმატებული ბიზნესმენი ბენჟამინ ფრანკლინს საუკეთესო მეწარმედ თვლის. მისი აზრით, ფრანკლინი ტიპიური ამერიკელი ბიზნესმენია, რომელმაც არაფრისგან შექმნა ყველაფერი.

 

The Remains Of The Day By Kazuo Ishiguro – დღის ბოლოს (კაზუო იშიგურო)

რეკომენდატორი: ჯეფ ბეზოსი
ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კაზუო იშიგუროს ნოველის წაკითხვას გვირჩევს. იგი აღნიშნავს, რომ წიგნის წაკითხვამდე არ ეგონა თუ ასე დააინტერესებდა ისტორიული რომანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომს ეხება. “არ მეგონა თუ “დღის ბოლოს” ასეთი საინტერესო იქნებოდა. მიყვარს ისტორიები, რომლებიც წარმატებაზე მოგვითხრობს, ყველას რომ ჰგონია, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია და ბოლოს მაინც რომ მიიღწევა.” _ აღნიშნავს ბეზოსი.

პ.ს. გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი წიგნი.