მთავარი ურთიერთობები 5 შეცდომა, რომელსაც არ პატიობენ პარტნიორს მამაკაცს (გოგოებო, ეს გაითვალისწინეთ!)

5 შეცდომა, რომელსაც არ პატიობენ პარტნიორს მამაკაცს (გოგოებო, ეს გაითვალისწინეთ!)

by guramus

გასაგებია, რომ მამაკაცთან ურთიერთობა რთულია, მაგრამ არანაკლებ ჭირვეულები არიან ქალები. დღეს წარმოგიდგენთ 5 შეცდომას, რომელსაც გოგონები თავიანთ პარტნიორებს ხშირად არ პატიობენ, მაგრამ დიდად ყურადმისაქცევი არ არის.

1 . ის სხვა გოგოებს უყურებს – დამიჯერეთ, ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. კაცები ვიზუალური ქმნილებები არიან და სადაც კარგ მკერდს და უკანალს დაინახავენ, წამიერად იქ გადაერთვებიან მზერით, თუნდაც სამამულო ომში იყონ წინა ხაზზე. ჩვენ ასე ვართ მოწყობილები, ბიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად. შეგვიძლია 100 გოგოს შევხედოთ დღეში, წარმოვიდგინოთ, თუ რა მაგარი იქნებოდა მათთან სექსი, მაგრამ თქვენ გვიყვარდეთ და არასოდეს გავივლოთ გულში თქვენი ღალატი.

2 . მას დრო არ აქვს – ის გაიგნორებთ, არ პასუხობს თქვენს ზარებს, მერე რა?! თქვენ თუ გაქვთ პირადული პრობლემები, კაცებსაც აქვთ, მერწმუნეთ. თან მათ არ შეუძლიათ საკუთარ პრობლემებზე ისე ღიად ლაპარაკი, როგორც თქვენ. ამიტომ უწევთ ხშირად რაღაც-რაღაცეების მოგონება, რომ კონფლიქტი თავიდან აირიდოთ. თუ თქვენი პარტნიორი სივრცეს და დროს ითხოვს, ზედმეტ კითხვებს ნუ დაუსვამთ, უბრალოდ თავი დაანებეთ და როცა დრო მოვა, თვითონ დაგელაპარაკებთ ამის შესახებ.

3 . ყოფილს ელაპარაკება – ცნობილია, რომ ქალები ბევრად უფრო ემოციურებ იარიან კაცებზე და თითქმის არასდროს შეუძლიათ ყოფილთან ურთიერთობა გრძნობების გარეშე. კაცები ასე არ არიან, თუ ჩვენ ქალს ვშორდებით, ესე იგი ვშორდებით და მასთან აღარაფერი გვექნება, მითუმეტეს თუ ახლა ახალი პარტნიორი გვყვავს. ის ფაქტორიც არის, რომ ერთხელ “ნახმარი” (კარგი გაგებით) ქალი უკვე მობეზრებულია და აღარ გვაინტერესებს. თუ ოდესმე დაფიქრებულხართ, ვაიმე, ხომ არ მღალატობსო, არამგონია ეს ასე იყოს, მითუმეტეს თუ ღიად ამბობს, რომ ის მისი ყოფილია და არც მასთან კონტაქტს მალავს თქვენთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც კი გაიგებდით.

სტატიის კითხვა განაგრძეთ მეორე გვერდზე