მთავარი ურთიერთობები 8 მთავარი მიზეზი, რის გამოც აუცილებელია გვერდით გვყავდეს საყვარელი ადამიანი

8 მთავარი მიზეზი, რის გამოც აუცილებელია გვერდით გვყავდეს საყვარელი ადამიანი

by guramus

ურთიერთობის დასაწყისი ყოველთვის უამრავი კითხვითაა სავსე. რთულია ისეთი პარტნიორის შერჩევა, რომელიც ყველა საკითხზე შენს მსგავსად იმსჯელებს. ეს უფრო სპონტანური ამბავია, წინასწარ თითქმის არასოდეს არავინ  გეგმავს სიახლეებს, საკუთარ ცხოვრებაში ვინმე ახლის გამოჩენას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ სიახლე შიშთანაა კავშირში, ნაწილობრივ, მართალია.

გიფიქრიათ, რა არის ის, რაც ურთიერთობებში მნიშვნელოვანია? რას ელით და რა გსურთ რომ მიიღოთ მისგან? სინამდვილეში, თავი ბედნიერად რომ იგრძნოთ გჭირდებათ 8 მთავარი, პატარა მიზეზი:

რწმენა: თქვენ უნდა იყოთ დარწმუნეული თქვენი პარტნიორის გადაწყვეტილებების სისწორეში, ამისთვის კი რწმენაა საჭირო. უნდა ენდობოდეთ, გრძნობდეთ რომ არ დარდობთ, როგორი იმიჯი გექნებათ  მის თვალში და რამდენად მოახდენს ეს გავლენას თქვენს ურთიერთობაზე.

კომპანიონობა: სიყვარული არის მეგობრობაზე და რაღაც, უფრო მეტზე დაფუძნებული. თქვენ მთავარია იგრძნოთ, რომ ყოველთვის ის ხართ, როგორსაც გარშემომოფები გიცნობენ და არ გჭირდებათ ახალი როლების შექმნა.

ნდობა: ნდობის გარეშე რთულია რაიმე ტიპის ურთიერთობაზე საუბარი. გაქვთ მომენტები, როცა გსურთ იყოთ განსაკუთრებულად გულახდილი. პარტნიორის ქმედებებმა უნდა გიბიძგოთ ნდობისკენ, არათუ შეგაშინოთ და დაგრთგუნოთ.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე