მთავარი ურთიერთობები როგორ მივხვდეთ, რომ პიროვნებისადმი მოწონებაზე მეტს ვგრძნობთ

როგორ მივხვდეთ, რომ პიროვნებისადმი მოწონებაზე მეტს ვგრძნობთ

by guramus

ფილმები და სიმღერები ახალ დატვირთვას იძენენ: როდესაც ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობ, ფილმების გმირებთან საკუთარ თავს ნაკლებად აიგივებ: სულ არ გაინტერესებს როგორი იქნებოდი თავად რომანტიული გმირების ადგილას და როგორ გადაჭრიდი  მათ სასიყვარულო სამკუთხედის პრობლემას.

აქტიურდება თვალებით კონტაქტი: თვალებით კონტაქტზე უამრავი მოსაზრების დაწერა შეიძლება. თუმცა ყველაზე ნათელი და ცხადი ის არის, რომ ჯერ არ დაწყებული ურთიერთობის საზღვართან ამგვარი კონტაქტი ძალიან ინტიმურია.

ხარ პატივისცემით განწობილი: როდესაც ადამიანი შენზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენს, გონება პატივისცემით რეაგირებს. შენ ცდილობ კარგი იმიჯი შეიქმნა და გსურს, რომ შენს თვალში მასაც კარგი იმიჯი ჰქონდეს, რადგან კარგი წარმოდგენა გაქვს მასზე და გსურს, ბოლომდე ასე იყოს.

იწყებ ოცნებას: როდესაც ადამიანზე გამუდმებით ფიქრობ, გიჩნდება მასთან მეტად დაახლოვების სურვილი. ოცნება ყოველ წამიერ სახეს იღებს და გგონია, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო,  ახდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თქვენ არ ხართ ბედნიერი, თუ ამ 3 რაღაცას არ აკეთებთ ურთიერთობაში