480
არსებობს სტერეოტიპი, რომ ჭკვიან ქალებს დაოჯახება უჭირთ ან დიდი ხნის მანძილზე ვერ პოულობენ სასურველ პარტნიორს, რომელიც შემდგომში მათი ცხოვრების თანამგზავრი გახდება.
სინამდვილეში, ეს ასეც არის. არსებობს მთელი რიგი მიზეზები, რომლებიც ამ ფრაზის ჭეშმარიტებაში გვარწმუნებენ.
- იმიტომ, რომ მათთვის ცხოვრებისეული ღირებულებები უმთავრესია: ჭკვიანი ქალების უმეტესობა ცდილობს კარიერული წინსვლის სისრულეში მოყვანას. მათ არ ეჩქარებათ მამაკაცების გულის დაპყრობა. იციან, რომ მომსვლელი აუცილებლად მოვა და უაზრო ლოდინი, დროის გაყვანა მოთქმა-გოდებით, არაფერს არგებთ. მათი ცხოვრებისეული მიზანი პროფესიული სირთულეების დაძლევაა და ამისთვის ყოველთვის ყველა გამოწვევას დადებითდ უპასუხებენ.
- იმიტომ, რომ ადვილად ვერ მოხიბლავთ: ჭკვიანი ქალების მოხიბვლა ძალიან რთულია. ერთი სასიყვარული ესემესით ან ზარით გულს ვერ გაულღობთ. ყველაზე მთავარი მათთვის ემოციური თამაშია: თამაში გადარჩენისთვის, თამაში უარი ცხოვრებისეულ ხაფანგზე, რომელსაც სხვა სიტყვებით სიყვარული ჰქვია. მათ რაღაც სხვა სჭირდებათ. შესაძლოა, საინტერესო თავგადასავალები, სიახლეები, თავბრუდამხვევი ყურადღება.
- იმიტომ, რომ მათთან კომუნიკაცია რთულია: “მამაკაცებს ჭკვიანი ქალების ეშინიათ!”- ეს ფრაზა ერთხელ მაინც გაგვიგონია. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ხშირად მართლაც ეშინია ისეთი ტიპის ქალის, რომელიც ინფორმაციის ვაკუუმში მასზე მეტად იმყოფება. ზოგ მათგანს სრულიადაც არ მოსწონს, როცა გარშემომყოფები მის პარტნიორ ქალს მასზე მეტი კომპლიმენტებით ავსებენ.
- იმიტომ, რომ კრიტიკულები არიან: ჭკვიანი ქალები ჯიუტები და კრიტიკულები არიან. ისინი პიროვნულ თვისებებს არავის გამო დათმობენ და არც ვინმეს სურვილის შესაბამისად შეიცვლებიან. მათთვის პრინციპულობა ყველაზე მთავარია.