მთავარი ურთიერთობები ფარული ნიშნები, რომ ქალს თქვენთან სექსი უნდა (და უნებურად ამჟღავნებს)

ფარული ნიშნები, რომ ქალს თქვენთან სექსი უნდა (და უნებურად ამჟღავნებს)

by guramus

ქალები კომპლექსური ქმნილებები არიან, მათ თვითონაც არ იციან კარგად, რა უნდათ, მაგრამ როდესაც საქმე სექსზე მიდგება, მათი სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ხშირად ქვეცნობიერად ამჟღავნებენ ამას (თუნდაც არ უნდოდეთ ამის გაკეთება). წარმოგიდგენთ 5 ნიშანს, რომელიც ამის დამადასტურებული საბუთია.

1 . ხშირად გეხება – შეხება ყოველთვის ინტიმთან ასოცირდება, ხშირად შეხება კი მოპირდაპირე სქესის წარმომადგენლის “დაუფლების” სურვილის გამჟღავნების ერთ-ერთი გზა. თუ არცერთ მომენტს არ უშვებს ხელიდან, რომ შეგეხოთ, აშკარაა – მას თქვენთან ინტიმური სიახლოვე სწყურია.

2 . ტუჩზე ხშირად იკბენს ხოლმე – ეს პირდაპირი ნიშანია, რომ მას თქვენი კოცნა უნდა. რახან კოცნის სურვილი ტუჩებზე კონცენტრირდება, მისი სხეული ამ სურვილს ტუჩებითვე გამოხატავს. ტუჩზე კბენა, ტუჩების ენით დასველება და ა.შ. ასევე პირდაპირი ნიშანია, როდესაც შეამჩნევთ, რომ ტუჩებზე ხშირად გიყურებთ.

3 . მას უყვარს თქვენი ბინძური ხუმრობები –  თუ თქვენ ხართ ისეთი ტიპის ადამიანი, რომელსაც ინტიმური იუმორი უყვარს და ქალი ამაზე საერთოდ არ აცხადებს პრეტენზიას და პირიქით – მოსწონს კიდეც, ესეც ერთ-ერთი ნიშანია. არსებობენ გახსნილი ქალები, რომლებიც უბრალოდ უპრობლემოები არიან ამ საკითხში, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.