მთავარი რჩევები “თურმე ჩემი თვალის გუგების სხვადასხვა სიფართოვე სერიოზული დაავადების ნიშანი ყოფილა.”

“თურმე ჩემი თვალის გუგების სხვადასხვა სიფართოვე სერიოზული დაავადების ნიშანი ყოფილა.”

by guramus

ბევრი ფიქრობს, რომ თვალის ფერი ადამიანის ხასიათზე ბევრს გვეუბნება, თუმცა, ამაზე დაზუსტებით ვერავინ ისაუბრებს. სამაგიეროდ, ჩვენი თვალების ფერი მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ჩვენივე ჯანმრთელობის შესახებ.

თვალის ირისის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკი და ადამიანის მიდრეკილება ამ დაავადებების მიმართ. თვალის გუგისა და სკლერას ცვლილებებსაც შეუძლია გარკვეული პათოლოგიების გამოვლენა.

მაშ ასე, როგორაა დაკავშირებული თვალების ფერი ადამიანის ჯანმრთელობასთან:

თვალის მელანომა

ღია ფერის(ცისფერი, ნაცრისფერი, მწვანე) თვალების მქონე ადამიანებში, შედარებით, მაღალია რისკი უვეალური მელანომის გაჩენისა. ეს სიმსივნის საკმაოდ იშვიათი სახეობაა. მისი პროფილაქტიკისთვის ნათელ დღეებში უნდა ატაროთ მზისგანდამცავი სათვალეები, რომლებიც ხელს შეუშლის მზის მავნე ზემოქმედებას.

გუგების განსხვავებული სიფართოვე

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გუგების სიგანე დაბადებიდან განსხვავებული აქვთ. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ანიზოკორია მეტყველებს ნევროლოგიურ დაავადებებზე (ინსულტი, ინფექციები).

ვიტილიგო

ვიტილიგოს დროს, კანის ზოგიერთი მონაკვეთი თეთრი ლაქებით იფარება. ელამი თვალების მქონე ადამიანები ამ დაავადებისკენ შედარებით უფრო მიდრეკილნი არიან.

კატარაქტა

კატარაქტის დროს მხედველობა უარესდება, თვალის გუგები კი იმღვრევა. მუქი-ყავისფერი თვალების მქონე ადამიანებში ამ დაავადების გაჩენის მაღალი რისკია.

ვაარდენბურგის სინდრომი

ამ დაავადების დროს ადამიანს თვალის ორბიტებს შორის აღენიშნებათ დიდი დაშორება, თმების, კანისა და თვალების დეპიგმენტაცია და თმის ცვენა. ამ დაავადების მქონე ადამიანებს ძალიან ღია, ღია-ცისფერი ან განსხვავებული ფერის ირისები აქვთ.

მაკულარული დეგენერაცია

მაკულარული დეგენერაცია მხედველობის დაკარგვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია ხანში შესვლისას. ღია ფერის ირისის მქონე ადამიანებში იგი უფრო ხშირად ვითადება, ვიდრე ყავისფერთვალებიანებში.

სკლერის ფერის ცვლილება

თვალის ყვითელი ელფერი ღვიძლის დაავადების ნიშანია. მისი წითელი შეფერილობა კი ალერგიაზე, ინფექციაზე ან თვალის სიმშრალეზე მეტყველებს.

თეთრი რგოლი რქოვანაში

თვალში თეთრი რგოლის არსებობა რქოვანაში ქოლესტერინის დაგროვებაზე მეტყველებს. ეს სიმპტომი, შესაძლოა, საფრთხისშემცველი სულაც არ იყოს, თუმცა, ურიგო არ იქნება ექიმთან კონსულტაცია.
მიმართეთ ექიმს, თუ თვალზე ზემოაღნიშნული სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც აღმოაჩინეთ.