მთავარი რჩევები აკონტროლეთ ორგანიზმში ფრუქტოზის დონე, რათა თავიდან აირიდოთ ეს პრობლემები

აკონტროლეთ ორგანიზმში ფრუქტოზის დონე, რათა თავიდან აირიდოთ ეს პრობლემები

by guramus

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის, ინფარქტი და ინსულტი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია გარდაცვალებისა. არაა გასაკვირი, რომ ექიმები და მეცნიერები მათ დიდ ყურადღებას უთმობენ.

ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემას ისინი სისხლის მაღალ წნევასა და წონის მატებაში ხედავენ, რომლებიც ადამიანის კვების რეჟიმზეცაა დამოკიდებული.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ფრუქტოზის – მონოსაქარიდის გამოყენებას, რომელსაც არამხოლოდ სასარგებლო ბოსტნეული, ხილი, ჩირი და თაფლი, არამედ მაღაზიების მიერ შემოთავაზებული საკვები პროდუქტები და სასმელიც შეიცავს.

ფრუქტოზის სარგებელი

ფრუქტოზა ადამიანისთვის იმ შემთხვევაშია სასარგებლო, თუ ის ამ ნივთიერებას ახალი ხილისა და ბოსტნეულის სახით იღებს და უარს ამბობს ტკბილეულსა და საეჭვო წარმომავლობის სასმელებზე. ფრუქტოზას შემდეგი სარგებლის მოტანა შეუძლია:

1. ფრუქტოზა დაბალკალორიულია(100გრ შეიცავს 399 კკალ-ს);

2. მცირე დოზით, იგი სასარგებლოა დიაბეტიკებისა და სიმსუქნით დაავადებულთათვის;

3. ამცირებს კარიესის გაჩენის რისკს;

4. გავსებთ ენერგიით, ხსნის დაღლილობას.

ფრუქტოზის ზიანი

ფრუქტოზა დიდი რაოდენობით, შესაძლოა, ადამიანისთვის საშიში იყოს. კალიფორნიის უნივერსიტეტის კვების ფაკულტეტის სწავლულებლა გამოიკვლიეს ფრუქტოზის შემადგენლობა და მისი ზემოქმედება ორგანიზმზე.

საბოლოოდ, მათ დაასკვნეს, რომ ფრუქტოზა დიდი დოზით მავნებელია – იგი იწვევს წონის მატებას, ვინაიდან მისი გადამუშავება უფრო რთულია, ვიდრე გლუკოზისა. მათ იპოვეს კავშირი ფრუქტოზის მიღებას, სისხლის მაღალ წნევასა და შაქრის მაღალ დონეს შორის.

ასევე, ფრუქტოზა ანელებს ენერგეტიკული ბალანსისთვის აუცილებელი ჰორმონების – ინსულინისა და ლეპტინის გამომუშავებას.

სულ ცოტა ხნის წინ კი, ჟურნალმა American Society for Nutrition გამოაქვეყნა კვლევის დაუჯერებელი შედეგები, რომლის მიხედვითაც სუფრის შაქარი, ფრუქტოზასა და გლუკ ოზასთან შედარებით, ნაკლებად მავნეა.

ფრუქტოზა შაქრის ნაცვლად: სარგებელი და ზიანი

ფრუქტოზა ბუნებრივ მონოსაქარიდად ითვლება. კალორიების აოდენობის მიუხედავად, იგი, ჩვეულებრივ შაქართან შედარებით, ორჯერ უფრო ტკბილია, ამიტომაც იგი უფრო ნაკლები რაოდენობით უნდა გამოიყენოთ.

თუმცა, ამ მონოსაქარიდების გადამუშავებისას, საქაროზის შემთხვევაში, სისხლში შაქრის დონე მნიშვნელოვნად იზრდება. ფრუქტოზის გადამუშავება კი შაქრის დონეზე თითქმის არ აისახება.

ზომიერად მიღების შემთხვევაში, ფრუქტოზა, შესაძლებელია, გასახდომი დიეტის შემადგენელ ნაწილადაც კი იქცეს. სახაროზასგან განსხვავებით, ფრუქტოზა არ აზიანებს კბილებს. ამიტომაც, ზომიერი ფრუქტოზა, შაქრის ნაცვლად, უფრო სასარგებლოა.

რას იწვევს ფრუქტოზის დოზის გადაჭარბება:

1. სისხლში შარდმჟავას დონე იმატებს, რის შედეგადაც ვითარდება პოდაგრა და იწევს წნევაც;

2. ირღვევა მადა, რის გამოც ადამიანი იწყებს საკვების ჭარბად მიღებას;

3. იმატებს ქოლესტერინის კონცენტრაცია;

დიეტოლოგების რეკომენდაციით, დღეში არაუმეტეს 40 გრ ფრუქტოზა უნდა მივიღოთ. ამ დოზას შეიცავს, დაახლოებით, 1 კგ ბანანი, 10 ჭიქა მარწყვი, ერთი ჭიქა ალუბალი ან 4 ვაშლი.

უმი ბოსტნეულისა და ხილის გადაჭარბებული მიღება ვერ გამოიწვევს ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს, თუმცა, ხილიც კი შეიძლება იყოს საშიში.

თუმცა, ხელოვნური დამატკბობლების შემცველი პროდუქტების (გაზიანი სასმელები, შოკოლადის ბატონები, ორცხობილები) მიღება ნამდვილად შეგიქმნით ჯანმრთელობის პრობლემებს.